Home ვარსკვლავები

შვედური ტანსაცმლის ბრენდი H&M ერთგულ მომხმარებელს ყველა სეზონზე სთავაზობს ცნობილ ადამიანებთან კოლაბორაციით შექმნილ ახალ კოლექციას. სტელა მაკარტნის, მადონას, ბიონსეს შემდეგ 2016 წლის გაზაფხულის მამაკაცის ხაზის სახე დევიდ ბექჰემი გახდა.

“ყველას სურს ეცვას დევიდ ბექჰემივით” – სწორედ ასე ქვია სარეკლამო კამპანიას და წუთნახევრიან ვიდეოს, რომელიც მიზნად ისახავს საზოგადოებისთვის ცნობილი ფეხბურთელისა და H&M-ის თანამშრომლობის შედეგის შეთავაზებას. უნდა აღინიშნოს, რომ ეს არ არის დევიდ ბექჰემისა და  H&M-ის პირველი ერთობლივი კოლექცია.

სპორტული და თავისუფალი სტილის სამოსი მომხმარებლისთვის მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქებში ეტაპობრივად გახდება ხელმისაწვდომი, ხოლო ონლაინ მაღაზიაში მისი შეძენა 18 თებერვლიდან უკვე შესაძლებელია.

შენ რას იტყვი?