tumblr_kxj0akX4ZT1qai2je

უამრავი ქერა ქალი არსებობს ამ ქვეყნად, თუმცა მამაკაცების და ქალების უმეტესობას, ამ სიტყვის წარმოთქმისთანავე პირველი სწორედ ჰოლივუდის დივა – მერილინ მონრო ახსენდება. დახვეწილი სტილი, გრაციოზული მანერები და ქალურობა, სწორედ ეს გახდა მისი მიმზიდველობის საიდუმლო. მიუხედავად იმისა, რომ მის დროშიც და ახლაც ბევრად ლამაზი ქალბატონები გვევლინებოდნენ/გვევლინებიან, მერილინი სწორედ იმის უტყუარი მტკიცებულებაა, რომ მხოლოდ სილამაზით მამაკაცების გულს ნამდვილად ვერ დაიპყრობთ. შარმი და ქალურობა მათთვის ბევრად მიმზიდველია, ვიდრე კლასიკური სილამაზე.

მე ხშირად ვკითხულობ და ვეცნობი მერილინის გამონათქვამებს და ვხედავ, რომ ამ ქალში იმალებოდა იმაზე დიდი ძალა ვიდრე იგი ამას ავლენდა. მეტიც, უპირატესობას მამაკაცების ადგილზე სწორედ მისნაირ ქალს მივანიჭებდი, ძლიერი, მამაცი, ჭკვიანი, პროფესიით მსახიობი, რაც ცხოვრებაში უფრო მრავალფეროვნებას შემოუტანდა ასეთი ქალის პარტნიორს, ამას შამფურიდან ახლადგადმოღებულ მწვადსაც კი არ ვამჯობინებდი.

თუმცა ვისთანაც კი მერილინთან ურთიერთობა ჰქონია, იმ კაცების 90 %-ს მისი სხეული აინტერესებდათ და არა სული. იმასაც ვერ ვიტყვი, რომ მერილინი მაინცდამაინც იმ ქალების კატეგორიას მიეკუთვნებოდა, ვინც თეთრ რაშზე ამხედრებულ პრინცს ეძებდა. თუმცა დარწმუნებული ვარ, არც ის ყოფილა მისი ოცნება ,რომ კაცებისთვის მხოლოდ მისი სხეული ყოფილიყო საინტერესო.

მისი ცხოვრების შესახებ რაც მეტს ვიგებ, ვხვდები, რომ ძალიან ბევრ რამეში ვეთანხმები და სასურველი იქნებოდა, რომ ყველა ქალბატონს მომავალშიც და ახლაც გაეთვალისწინებინა მერილინის რჩევები და გამონათქვამები, გამოვარჩევ რამდენიმეს:

  • “It’s better to be unhappy alone than unhappy with someone.”
  • “Give a girl the right shoes and she can conquer the world.”
  • “We should all start to live before we get too old. Fear is stupid. So are regrets.”
  • “I don’t mind living in a man’s world, as long as I can be a woman in it.”
  • “It’s often just enough to be with someone. I don’t need to touch them. Not even talk. A feeling passes between you both. You’re not alone.”
  • “Success makes so many people hate you. I wish it wasn’t that way. It would be wonderful to enjoy success without seeing envy in the eyes of those around you.”
  • “Sex is part of nature. I go along with nature.”
  • “You never know what life is like, until you have lived it.”
  • “I don’t know who invented high heels, but all women owe him a lot!”
  • “Diamonds are a girls best friend.”  (მიუხედავად იმისა, რომ საკუთარ თავზე არ მომწონს სამკაულების ტარება, ყოველშემთხვევაში ამ ეტაპზე არ ვიყენებ ყოველდღიურობაში, მაინც ვთვლი, რომ ქალის საუკეთესო მეგობარი სწორედ სამკაულია და ხშირად მერილინის ამ ცნობილი ფრაზების მაისურს ვატარებ მისივე გამოსახულებით, უფრო ხშირად კიდევ მერილინ მონროს დასახელების ზედა საცვლებს, რომლებსაც “მერილინებს” ვეძახი).

ამ 10 გამონათქვამიდან თითოეული ცხოვრებისეული და ღრმაა და არა უბრალოდ წამოსროლილი და ყოველ მათგანში საკუთარ თავს დაინახავენ ქალბატონები და ზოგჯერ მამაკაცებიც.

ჩემთვის წარმოუდგენელია, რომ ასეთი პიროვნება ტკივილს განიცდიდა და ხშირ შემთხვევაში, როგორც სხვა ცნობილი ადამიანები რობოტად იყო მიჩნეული, რომელსაც არც გრძნობები გააჩნდა და არც გული. სენტიმენტალიზმი ზოგადად არ მიყვარს. არც ადამიანის პირადი ტკივილის სასწორზე დადება და შედარება მიყვარს, მაგრამ ვფიქრობ, რომ ისეთ ტკივილს არავინ განიცდის როგორსაც ცნობილი ადამიანი. წარმოიდგინეთ, ყოველ დღე პრესა აჭრელებულია თქვენზე ჭორებით, ყოველი მეორე ადამიანი ყვება დაუჯერებელ ისტორიას თქვენს შესახებ, რომელსაც თვით ყველაზე ღრმა ფიქრებშიც კი ვერ წარმოიდგენდით, აბსურდი და ამაზრზენია.

მე კი გირჩევთ ქალბატონებო, ყურადღებით მიჰყვეთ მის რჩევებს და მამაკაცების გული ამით მოინადიროთ. ეს ყველაზე კარგი საშუალებაა პირად ცხოვრებაში წარმატების მისაღწევად. კარიერაში კი ბევრად მეტია საჭირო, თუმცა ამ რჩევების გათვალისწინებით კარიერული წინსვლისთვის ნამდვილად კარგი ნიადაგი გექნებათ.