მსოფლიოში ცნობილი მოდელები ლამაზი სახეების და დიდებული აღნაგობის წყალობით, ოდითგანვე მილიონებს ეთამაშებოდნენ. არსებობს მოსაზრება, რომ ამ ადამიანებს ასაკი არ გააჩნიათ. გადაავლე თვალი სუპერმოდელების ფოტოებს: როგორ გამოიყურებოდნენ პოპულარობის ზენიტში და როგორ გამოიყურებიან ახლა და თავადაც დარწმუნდები, რომ წლებმა მათ სილამაზეს და მომხიბვლელობას ვერაფერი დააკლო.
ქეით მოსი
ადრე: ქეითმა სახელი ჰოლივუდის ცუდ ბიჭთან , ჯონი დეპთან გაბმული რომანით გაითქვა. 90 წლების სუპერმოდელი ნარკოტიკებზეც არ ამბობდა უარს.
ახლა: მეუღლე, მზრუნველი დედა და აქტიური მოდელია. მის გარეგნობას რაც შეეხეება, ხუმრობენ: ქეითს 2014 წელს (40 წლის ასაკში) ფლეიბოის გარეკანზე ვიხილავთო. ის კვლავ შეუდარებლად ლამაზია.
სინდი კროუფორდი
ადრე: ულამაზესი სხეულის პატრონი სუპერმოდელი პოდიუმზე შეუცვლელი იყო. მის სამარკო ნიშნად ვნებიან ტუჩებს მოიაზრებდნენ. 1995 წელს ჟურნალმა ფორბსმა იგი მსოფლიოში ყველაზე მაღალანაზღაურებად მოდელებს შორის პირველ ადგილზე დაასახელა.
ახლა: დაქორწინებული და ორი შვილის დედა ბიზნეს ქალბატონი გახლავთ. წარმოებაშია ავეჯი სინდის დიზაინით და კანის მოვლის მნიშვნელოვანი პროდუქტები.
ჰაიდი კლუმი
ადრე: ცნობილი გახდა “Victoria’s Secret”-ში 13-წლიანი მოღვაწეობით.
ახლა: 7-წლიანი ქორწინების და ოთხი შვილის გაჩენის შემდეგ, სილი და ჰაიდი ერთმანეთს დაშორდნენ. იგი საკუთარ პირად მცველს ხვდება, სხვადასხვა მნიშვნელოვან პროექტებში მონაწილეობს და ახალი ბრენდიც შექმნა მოდის სამყაროში – Heidi Klum for New Balance (HKNB).
ნაომი კემპბელი
ადრე: ცნობილი გახდა გრძელი, დახვეწილი ფეხებით, ფიცხი ტემპერამენტით და კავშირებით ისეთ ცნობილ პიროვნებებთან, როგორებიც არიან მაიკ ტაისონი, რობერტ დე ნირო, მილიარდელი ვლადისლავ დორონინი.
ახლა: მისი საქმიანობა და პირადი ცხოვრება საჯაროობისგან მაქსიმალურად დაცულია, თუმცა როგორც ვხედავთ, მის მშვენიერებას დრომ ვერაფერი დააკლო.
კლაუდია შიფერი
ადრე: ცნობილი გახდა ბრიჯიტ ბარდოს მსგავსი ღიმილით და სექსუალური სარეკლამო რგოლებით. შემდეგ იყო ქორწინება ილუზიონისტ დევიდ კოპერფილდთან.
ახლა: სამი შვილის დედა კვლავ უნაკლოდ გამოიყურება. დაქორწინებულია სამი შვილთ მეთიუ ვონზე.
კრისტი ტარლინგტონი
ადრე: იყო ქელვინ ქლაინის მომხიბვლელი სახე, რამაც პოპულარობა მოუტანა.
ახლა: დაქორწინებულია მსახიობ ედვარდ ბარნსზე. ორი შვილის დედა კვლავაც ძველებურად მომხიბვლელად გამოიყურება.
ბრუკ შილდსი
ადრე: 12 წლის ბრუკი უკვე მონაწილეობდა ფილმებში და ქელვინ ქლაინის ჯინსებს უკეთებდა რეკლამას. მისი 2-წლიანი ქორწინება პოპულარულ ჩოგბურთელ ანდრე აგასისთან კი საყოველთაო განსჯის საგანი იყო.
ახლა: დაქორწინებულია კრის ჰენჩიზე, ჰყავს ორი ვაჟიშვილი და აქტიურად მონაწილეობს სატელევიზიო შოუებში და ფილმებში.
ელ მაკფერსონი
ადრე: მისი გრძელი, ლამაზი ფეხები და ერთ-ერთი პოპულარული ჟურნალის რედაქტორთან ქორწინება გახდა მისი პოპულარობის საფუძველი, ელი 90-იანი წლების ერთ-ერთი წამყვანი მოდელი გახლდათ.
ახლა: მის ანგარიშზე ორი უიღბლო ქორწინებაა. ამჟამად მისი მესამე მეუღლე მილიარდერი ჯეფ სოფერია. ჰყავს ორი შვილი და აწარმოებს ქალის თეთრეულის საკუთარ ხაზს ავსტრალიაში.
ბრიუკ შილდსი ნამდვილი ფეილია, რაღაც წარუმატებელი პლასტიკური ოპერაციები ეტყობა, ჩემს თვალში :/
სინდი ბრწყინვალე იყო.გამორჩეული.. იშვიათი სახის პატრონი..ახლაც ძალიან ელეგანტურია
Brooke Shields 2 kalishvili kavs da ara vajishvili :)
ქეით მოსი სჯობს ყველას.
ბრუკ შილდსი რას გავს? :დ ნაომის კიდე მოარული ხმების მიხედვით თმა გაცვივდა და რა ვიცი აბა :დ