ვარსკვლავებისთვის ორსულობა ხშირად გარდა დიდი სიხარულისა – პიარისა და ფულის შოვნის საუკეთესო საშუალებაცაა.

თუ ადრე ყველა ვარსკვლავი ცდილობდა, ორსულობა დაემალა, ახლა ეს აღარაა მოდური. ახლა უკვე ყველა ცნობადი სახე ცდილობს ორსულობის ბოლო კვირებში დაანახოს სამყაროს თავისი მუცელი. კრიტიკოსებმა ამას “ბეიბიმანია” დაარქვეს, რაც შეიძლება გაიშიფროს როგორც “Baby money–a”.

ჯერჯერობით ყველაზე წარმატებული ამ სფეროში ანჯელინა ჯოლი და ბრედ პიტი არიან. როდესაც ანჯელინა მის პირველ შვილზე – შილოზე იყო ფეხმძიმედ, ცხრა თვის განმავლობაში არ აძლევდა ჟურნალისტებს მისი გადაღების უფლებას, რის შემდეგაც პატარა გოგონას სურათები 4 მლნ. დოლარად გაიყიდა.

შემდეგი იყო ამავე წყვილის ტყუპები, რომელთა სურათები  $14 მლნ. გაიყიდა. ამ გადაღებებმა ჩვილების ფოტოგრაფირებაში ახალი სტილი შემოიტანა. მათ შემდეგ ყველა სელებრითი  (და არამარტო) ცდილობს გადაიღოს სურათი ჯოლი-პიტის სტილში: ახლო ხედები, სახლის ტანსაცმელი, ბუნებრივი პოზები და დედა “უმაკიაჟოდ”.

ჩვილი ბავშვების სურათები იმაზე უფრო ძვირი ღირს, ვიდრე ორსული დედის სურათები იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც ის  თანხმდება შიშველმა გადაიღოს სურათები. (მარკეტინგის პირველი წესია – “პროდუქტს საუკეთესოდ ყიდიან ბავშვები და ლეკვები”)

შემდეგი წყვილი გახლავთ მარკ ენტონი და ჯენიფერ ლოპესი. მათ ჟურნალ “People”-სს 6 მლნ. $-ის სანაცვლოდ მისცეს უფლება გადაეღოთ მათი ტყუპები მაქსი და ემმა. ამით ჟურნალი “People” საკმაოდ მომგებიანი ხეშეკრულება დადო, ხოლო  მისი საიტის ტრაფიკი გამოქვეყნების დღეს მინიმუმ 2-ჯერ გაიზარდა.

არსებობენ ისეთი ვარსკვლავებიც, რომლებიც კატეგორიულ უარს განაცხადებენ სურათების გადაღებაზე.  ასეთია ჯულია რობერტსი. ჯენიფერ გარნერმა და ბენ აფლეკმაც პრესისგან დამალეს ფეხმძიმობის ყველა დეტალი.

ასევე ტომ კრუზი და კეტი ჰოლმსიც თავდაპირველად არ თანხმდებოდნენ  ფოტოსესიაზე, მაგრამ პატარა სურის დაბადებიდან შვიდი თვის შემდეგ ოჯახმა ჟურნალ “Vanity Fair”-ისთვის იპოზიორა და ამაში $4 მლნ.-მდე აიღო.

ალბათ ყველას გაინტერესებთ ვინ იყო ის პირველი, რომელმაც შემოიტანა ეს მოდა…

ეს დემი მური იყო .

1991 წელს ორსულობის მე-7 თვეში იგი გამოჩნდა “Vanity Fair”-ის გარეკანზე, რითაც დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია ამერიკელებში. ბევრი მაღაზია უარს ამბობდა ჟურნალის გაყიდვაზე, სხვები კი მხოლოდ იმ შემთხვევაში თანხმდებოდნენ თუ ჟურნალი სქელ შეფუთვაში იყო.

მაგრამ როგორც ცნობილია სკანდალი საუკეთესო რეკლამაა. იმ დროს დემი მურის

მაგალითს მიყვნენ სინდი კროუფორდი, მონიკა ბელუჩი, გვინეტ პელტროუ, ბრიტნი სპირსი,

ევა ჰერციგოვა, ბრიჯიტ ნილსენი და მილა იოვოვიჩი.

ყველაზე ორიგინალურად  თავი გამოიჩინა მოდელმა ელ მაკფერსონმა , რომელმაც ფირზე აღბეჭდა ბავშვის ჩასახვის მომენტი და შემდეგ უკვე შიშველმა გადაიღო სურათები, თან ისე, რომ  მუცელზე დახატული ჰქონდა ნაყოფი იმ პოზაში, რომელშიც ის იმყოფება დედის მუცელში.

ხოლო ყველაზე გადაღებადი ფეხმძიმე მოდელი გახლავთ “ბევერლი ჰილსის 90210” ყოფილი მსახიობი ტორი სპელინგი.

მას მშობიარობამდე 10 დღით ადრე ჰქონდა ფოტოსესია.