ვარსკვლავებსაც უნდათ დასვენება… წელიწადში ერთხელ (უფრო სწორად, იმდენჯერ, რამდენჯერაც ამის დრო აქვთ) ისინიც ჩამოდიან მაღალი ქუსლებიდან, იხდიან ყოველდღიურ და გამოსასვლელ ტანსაცმელს და ზღვის/ოკეანის სანაპიროებზე ეფიცხებიან მზეს.

Nicole Richie

ნიკოლ რიჩის სტილი სანაპიროზე და ქალაქში მოძრაობისას დიდად არ განსხვავდება. ჭრელი, პრინტებით გაფორმებული მაქსი სარაფანები ზაფხულის დღეებში ერთ-ერთი საუკეთესო არჩევანია.

Kristen Bell

კრისტენ ბელი, უბრალო, ცისფერ ბიკინიში, წიგნით და საკითხავი სათვალით. რას კითხულობს ნეტავ?

Kim Kardashian

კიმ კარდაშიანი: ბრჭყვიალა აპლიკაციებით გაფორმებული ბიკინი, წელზე მოსახვევი, მზის სათვალე და არანაირი მაკიაჟი.

Katy Perry

ქეით პერის თითქმის ვერასოდეს ნახავთ უბრალოდ ჩაცმულს, სანაპიროზეც კი რუშებიანი ვარდისფერი ბიკინით და მბრწყინავი თმის სამაგრით დადის.

Katie Holmes

კეიტ ჰოლმსი უმეტესწილად ჯინსებით და ფართო კარდიგანებით დადის, მაგრამ ნახეთ რა საგულდაგულოდ ემზადება აუზზე გასარუჯად: კლასიკური მთლიანი საცურაო კოსტუმი, ფართოფარფლებიანი თეთრი ქუდი და ზოლებიანი.. მმმ… კაბა?

Jennifer Aniston

ნეიტრალური ტონები, სხვადასხვა ფერები, მზის სათვალე.. ასე გამოიყურება აუზზე მიმავალი ჯენიფერ ენისტონი.

Heidi Klum

ორი შვილის დედა, ჰეიდი კლუმი, უპირატესობას სკინი ჯინსებს და სპორტულ ფეხსაცმელს ანიჭებს.

Halle Berry

ჰოლი ბერი სანაპიროზეც “ფორმაშია”.

Gwen Stefani

გვენ სტეფანის ძალიან უყვარს ყოველდღიურად მოკრძალებული ტანსაცმლის ჩასმა, თუმცა სანაპიროზე ვარდისფერ, წელს ძალიან მოდურ ლეოპარდის პრინტიანი ბიკინით და შესაბამისი პრინტის პარეოთი ჩნდება.

Fergie

ფერჯი ძალიან ხშირად იყენებს ჩაცმულობაში ტყავის ელემენტებს, თუმცა დასვენების დროს ცდილობს მაქსიმალურად კომფორტული და მოური ტანსაცმელი ატაროს. თუმცა, განუყრელი მაღალი ქუსლზე უარის თქმა ძალიან ძნელია.

Drew Barrymore

დრიუ ბერიმორი: ჩარლის ანგელოზი როგორც ყველთვის, ახლაც ფორმაშია. ბოჰემური ყოველდღიური სტილს ჰავაის კუნძულებზე შავი ბიკინით იწონებს.

Cameron Diaz

კამერონ დიასი უპირატესობას ჯინსის შორტებს და გამჭირვალე ბლუზას ანიჭებს, მზისგან დასაცავად კი რეტრო სტილის შლაპას ირჩევს.

Beyonce Knowles

ყოველთვის გლამურული ბიონსე არც პლაჟზე ღალატობს საკუთარ სტილს და სენ-ტროპეს სანაპიროზე მძივებით, მოდური ლეოპარდის პრინტიანი ჩანთით და ეთნო სტილის საცურაო კოსტუმით იწონებს.