Home ვარსკვლავები

საუკეთესო მეგობრის პოვნა რთულია – განსაკუთრებით მაშინ, როცა ჰოლივუდში ცხოვრობ, სადაც ბოტოქსი, იმედგაცრუება და დაშორებები მეფობს, თან შენი მეზობელი შენი მეტოქეა მხოლოდ იმიტომ, რომ რაიან რეინოლდსთან როლზე შენ დაგამტკიცეს.

“ზოგადად, მეგობრის როლი ჩვენი ცხოვრებაში კარგად დაფასებული არაა,“ – ამბობს რებეკა ადამსი, ჩრდილოეთ კაროლინას უნივერსიტეტის დოქტორი და სოციოლოგიის პროფესორი. „მეგობრობას უფრო დიდი გავლენა აქვს ჩვენს ფსიქოლოგიურ კეთილდღეობაზე ვიდრე ოჯახს.“

კვლევები რებეკას სიტყვებს ადასტურებს: მიჩიგანის უნივერსიტეტის კვლევის შედეგად გამოვლინდა, რომ საუკეთესო მეგობართან გატარებული დრო ჰორმონ პროგესტერონის დონეს ამაღლებს, რაც კარგ განწყობას გიქმნის და გიმსუბუქებს სტრესს. მეორე კვლევამ, რომელიც ჰარვარდის სამედიცინო სკოლამ ჩაატარა, დაასკვნა, რომ ადამიანი, რომელსაც მეტი მეგობარი ჰყავს, უფრო მხიარული ცხოვრებით ცხოვრობს.

ასე რომ, მეგობრები ბედნიერი და ჯანმრთელი ცხოვრებისთვის აუცილებელი ინგრედიენტია!

წარმოგიდგენ იმ ვარსკვლავ საუკეთესო მეგობრებს, რომლებმაც ყველა სახის ცვლილება ერთად გამოიარეს, დაბადებიდან სიკვდილამდე, გულისტკივილიდან სიხარულამდე…

ოფრა უინფრი და გაილ კინგი

oprah  and gyle

მათი მეგობრობა ერთ-ერთი ყველაზე ინტენსიურად განხილვადი თემაა. ისინი იმდენად ახლოს არიან, რომ ჰოლივუდში ჭორიც კი გავრცელდა, რომ მათი ურთიერთობა მეტია, ვიდრე მხოლოდ მეგობრობა. 30 წელზე მეტი ხნის მეგობრები დღის განმავლობაში 4-ჯერ მაინც საუბრობენ ტელეფონით.

ერთერთ ინტერვიუში ოფრა ამბობს, რომ კინგი არის დედა, რომელიც არასდროს ჰყოლია; და, რომელიც ყველას უნდა რომ ჰყავდეს და მეგობარი, რომელსაც ყველა იმსახურებს. „მე არ მყავს მასზე უკეთესი მეგობარი“ – ამბობს ოფრა.

დრიუ ბერიმორი და კამერონ დიაზი

cameron and Drew

2000 წელს გამოსული ჩარლის აგნელოზების შემდეგ, დრიუ და კამერონი დებივით არიან, თუმცა მათი მეგობრობა კიდევ უფრო ადრე დაიწყო – მაშინ, როდესაც 16 წლის კამერონი ხშირად სტუმრობდა ბევერლი ჰილსზე მდებარე ყავის სახლს, სადაც 14 წლის დრიუ მუშაობდა.

„კამერონი საუკეთესო მეგობარია, ვინც კი ოდესმე მყოლია. ჩვენ ძალიან დიდ დროს ვატარებთ ერთად უბრალოდ საუბარსა და სიცილში. სწორედ ასეთია ნამდვილი მეგობრობა,“ ამბობს ბერიმორი.

დიაზი კი თავის მხრივ აცხადებს, რომ დრიუ ჭკვიანი და კარგი მეგობარია. „ძალიან მნიშნველოვანია გქონდეს მეგობრის იმედი, მე კი დრიუს იმედი ყოველთვის მაქვს.“

ჯენიფერ ანისტონი და კორტნი კოქსი

JENIFFER AND courtney

ჯენიფერი და კორტნი NBC-ის სერიალ Friends-ში ერთად თამაშობდნენ და მათი მეგობრობაც აქედან დაიწყო. თუმცა ბოლო დროს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ისინი სხვადასხვა მიზეზის გამო ერთმანეთს ჩამოშორდენ, რასაც ვარსკვლავები უარყოფენ.

„ჩვენ ემოციურად ერთად გავიზარდეთ. მე გარდამეცვალა მამა, ჯენი ქმარს გაშორდა, მერე კი შვილი შემეძინა. ჩვენ ერთად გადავიტანეთ ცხოვრებისეული ცვლილებები. მასთან შემიძლია ბოლომდე გავიხსნა და ვიყო ის, ვინც სინამდვილეში ვარ. ერთმანეთის მიმართ გულახდილები ვართ” – ამბობს კოქსი.

ნიკოლ კიდმანი და ნაომი ვოტსი

Nicole-Kidman-and-Naomi-Watts-aussie-actresses-12685726-2000-1385

ნიკოლი და ნაომი ავსტრალიაში ერთად იზრდებოდნენ. მათ მეგობრობას ვერაფერი დააკლო ათწლეულებმა, კონტინენტებმა, ნიკოლის ჰოლივუდში გადმოსვლამ და ტომ კრუზზე გათხოვებამაც კი.

„ნაომი დასავითაა. ჩვენ ერთად გადავიტანეთ ბოიფრენდები, განშორებები… დაგვიცლია ღვინის ბოთლები მაშინ, როდესაც გვეგონა, რომ ჩვენი ცხოვრება დამთავრდა, ერთი სიტყვით ყველაფერი, რისი წარმოდგენაც შეიძლება.“ ამბობს კიდმანი.

მიშელ უილიამსი და ბიზი ფილიპსი

michelle

მიშელი და ბიზი ერთმანეთს 2001 წელს, Dawson’s Creek-ის გადასაღებ მოედანზე შეხვდნენ. მას შემდეგ მათი ცხოვრება და კარიერა სხვადასხვა მიმართულებით წარიმართა – უილიამსი ახლა ნიუ იორკში ცხოვრობს, ფილიპსი კი ლოს ანჯელესში. მანძილის მიუხედავად, ისინი საუკეთესო მეგობრებად რჩებიან.

სელმა ჰაიეკი და პენელოპე კრუზი

Salma Hayek and Penelope Cruz

წითელ ხალიჩაზე ისინი ერთად არაერთხელ შეუმჩნევიათ, განსაკუთრებით კი მას შემდეგ, რაც 2006 წელს Bandidas-ში ითამაშეს. თუმცა მათი მეგობრობა კიდევ უფრო ადრე დაიწყო.

კრუზი მათი მეგობრობის ერთ არასასიამოვნო მომენტს იხსენებს, თუმცა მისივე თქმით, სწორედ ამან დააახლოვა ყველაზე მეტად. ბანდიტების გადაღებისას მათ თვითმფრინავს საგანგაშო დაშვება უნდა გაეკეთებინა.

„კინაღამ დავიხოცეთ. იმ მომენტში კი ვიფიქრე რომ თუ მოვკვდებოდი, მოვკვდებოდი ჩემს საუკეთესო მეგობართან ერთად.“

ბიონსე ნოული და ქელი როულანდი

Beyonce and Kelly

ჯგუფი Destiny’s Child შეიძლება დაიშალა, მაგრამ მის ორ მომღერალს შორის მეგობრობას არაფერი დამართნია. როულანდი ბიონსეს კონცერტების ხშირი სტუმარია, თუმცა არც B აკლებს სიურპრიზებს ქელის. მან ვიდეოც კი ჩაუწერა თავის მეგობარს, რომელიც Access Hollywood-ში გავიდა: „ჩემო ქელი, ქელი, ძალიან მიყვარხარ. შენი ალბომი შესანიშნავია!“

ტინა ფრეი და ემი პოელერი

Frey and Poebher

Saturday Night Live შოუს ყოფილ წამყვანებს არაჩვეულებრივი ურთიერთობა აკავშირებთ როგორც ეკრანზე, ისე მის მიღმა. მათ SNL-ის არაჩვეულებრივი სკეჩები შექმნეს და დიდი სიყვარულიც დაიმსახურეს მაყურებელში. ისინი ერთად თამაშობდნენ Mean Girls-სა და Baby Mama-ში.

ჰილარი სუონკი და მარიშკა ჰარგითეი

hilary  and Mariska

სვონკის თქმით მათი დაახლობა მისი განქორწინების შემდეგ, 2006 წელს მოხდა. „ჩვენი მეგობრობა ამის შემდეგ უფრო გაღრმავდა. ის სულ ჩემ გვერდით იყო.“ სვონკი იხსენებს, რომ როდესაც მარიშკა ნიუ იორკში იმყოფებოდა, ისინი დილის 3 საათამდე მარიშკას გარდერობში ისხდნენ, ტანსაცმელს ახარისხებდნენ და სისულელეებზე ხალისობდნენ.

1 კომენტარი to this post

შენ რას იტყვი?