Home ვარსკვლავები

ნებისმიერი გემოვნების ქალის გარდერობის აუცილებელი კომპონენტი, მოდის კლასიკად ქცეული პატარა შავი კაბა კოკო შანელმა შექმნა 1926 წელს. მას საყვარელი მამაკაცის გლოვა სხვაგვარად არ შეეძლო და შავი სამოსით ცდილობდა საკუთარი მწუხარების გამოხატვას. კოკოს ახალმა სტილმა საზოგადოებაში დიდი მოწონება დაიმსახურა. ყველა მოდურ ქალბატონს სურდა შანელივით მომხიბვლელი ყოფილიყო და ამის მიღწევას მისი მსგავსი სამოსით ცდილობდა, რამაც პატარა შავი კაბის უზომო პოპულარობა გამოიწვია.

დროთა განმავლობაში კაბა იერსახეს იცვლიდა. იცვლებოდა მისი სიგრძე და სხვა პარამეტრები. მას შემდეგ თითქმის ერთი საუკუნე გავიდა, მაგრამ პატარა შავი კაბა კვლავ რჩება მოდურობის და ელეგანტურობის ეტალონად. მას ერთნაირი წარმატებით იხდენენ ჰოლივუდის ვარსკვლავები და ნაკლებად ცნობილი ქალბატონები.

ჩვენ შევეცადეთ ერთად შეგვეკრიბა მოდის ისტორიაში ყველაზე ლამაზი პატარა შავი კაბები წლების მიხედვით, რომლებიც ცნობილ ქალბატონებს სხვადასხვა წვეულებაზე ემოსათ.

1 კომენტარი to this post
  1. ეს ჰო,მაგრამ აქ არის სხვადასხვა ვარიაციები და ნამდვილი კლასიკური პატარა შავი კაბა. რაც თვითონ შანელმა შექმნა როგორია ისიც დაგედოთ ბარემ.

შენ რას იტყვი?