Home ვარსკვლავები

ორი ოსკარის მფლობელი, მსოფლიო კინოს ლეგენდა, სექსიმბოლოდ აღიარებული, ულამაზესი სოფი ლორენი თურმე ძალიან კარგი მზარეულიც ყოფილა. ეს ჩემთვის და ალბათ ბევრი თქვენგანისთვის სასიამოვნო აღმოჩენაა.

მისი წიგნი “სიყვარულით სამზარეულოში” 1971 წელს პირველად გამოიცა იტალიაში, ხოლო რამდენიმე წლის წინ განახლებული ვარიანტი თავიდან გამოსცეს. უამრავ ენაზე ითარგმნა, მათ შორის ქართულად გამომცემლობა “ინტელექტმა” თარგმნა და ქართველ კულინარებს, გურმანებს, კინომანებს და უბრალოდ ერთგულ მკითხველს კიდევ ერთი კარგი წაიგნი აჩუქა.

ეს არის იტალიელი მსახიობის, დედის, კულინარის და უბრალოდ ძალიან მაგარი ქალის მნიშვნელოვანი რჩევები, რომლებიც სუფრასთან გამოგადგებათ, 200-ზე მეტი რეცეპტი, პირადი კურიოზები, ლეგენდარული შეხვედრებისა და საოცნებო მოგზაურობის ამბები.

სწორედ ამ წიგნიდან ვიგებთ, რომ Lobster Cocktail-ის დამსახურებით გაიცნო სოფიმ კერი გრანტი; რომ ჯონ უეინთან საჰარას უდაბნოში ყოფნისას იგემა პირველად Mechoui; და რომ ავოკადო პირველად ბევერლი ჰილზზე გაასინჯა ერთმა ცნობილმა რეჟისორმა.

სოფი ლორენი გვიყვება თუ როგორ უნდა მოვამზადოთ სიყვარულით სამზარეულოში კარგი პასტა, პიცა და შევარჩიოთ ღვინო.

“პასტის მომზადების ასობით – უამრავი სხვადასხვა რეცეპტი არსებობს. ამ წიგნში კი მხოლოდ ისეთები შევიტანე, რომლებსაც თავად ვამზადებ ან დედაჩემის დედისაგან ვისწავლე.” – წერს სოფი და არა მხოლოდ პასტის რეცეპტებს, არამედ მისი მომზადების საიდუმლოებებსაც ისე დეტალურად გვიხსნის, რომ უმალვე გინდება სამზარეულოში გახვიდე დიდ ქვაბში წყალი ჩაასხა, ცეცხლზე შემოდგა და მაკარონი ჩაყარო.

წიგნი კარგი საკითხავია, თითქოს იტალიური პიცის გემოს და სოუსების არომატს გრძნობ.

ბონუსად კი სოფი ლორენის “სპაგეტი ალა კარბონარას”  რეცეპტს გთავაზობთ:

  • 600 გრ სპაგეტი
  • 150 გრ ლორი
  • 6 კვერცხის გული
  • 2 კოვზი ნაღები
  • 2 კოვზი გახეხილი პარმიზანი
  • ოხრახუში
  • კარაქი
  • 1 კოვზი ზეითუნის ზეთი
  • მარილი

ზეთი და კარაქი ტაფაში მოათავსეთ. დაუმატეთ დაჭრილი ლორი და ერთი კოვზი დაჭრილი ოხრახუში. ამასობასი ჯამში ნაღებტან ერთად გათქვიფეთ კვერცხის გულები, დაუმატეთ გახეხილი პარმიზანი და ერთი მწიკვი მარილი. მოხარშეთ პასტა. მდუღარე პასტას მოასხით ზეთისა და ლორის სოუსი და ძალიან სწრაფად აურიეთ, ბოლოს მოასხით კვერცხის სოუსი და კიდევ ერთხელ, ძალიან ჩქარა და კარგად ამოურიეთ. სუფრაზე ცხელ-ცხელი პასტა გახეხილ ყველთან ერთად მიიტანეთ.

გემრიელად მიირთხვით!

შენ რას იტყვი?