სარა ჯესიკა პარკერი – სერიალის “სექსი დიდ ქალაქში” მთავარი როლის შემსრულებელი და მოდის ხატად აღიარებული მსახიობია.

სარა ახერხებს ჩაცმულობის ერთი შეხედვით ისეთი შეუთავსებელი დეტალები, როგორიცაა ზოლები და ჭრელი პრინტი, ერთმანეთს მიუსადაგოს და იდეალური, ოდნავ ექსცენტრული იმიჯი შექმნას. მეორე მხრივ, წითელ ხალიჩაზე ის ისეთი დახვეწილია, როგორც არასდროს…

მისი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ჩაცმულობა:

Met’s Costume Institute Ball, 2010 წლის მაისი

კრემისფერი მბზინავი კაბა Halston.

ვინტაჟის სტილის სამაჯურები Fred Leighton.

თმის პიკანტური აქსესუარი ქერი ბრედშოუს სტილში.

Sex and the City ფილმის პრემიერაზე. 2008 წელი

შავი კაბა  Alexander McQueen-სგან და მკლავზე შავი ლენტი გარდაცვლილი დიზაინერის ხსოვნის ნიშნად. ასე გამოიყურებოდა სარა ჯესიკა პარკერი “სექსი დიდ ქალაქში” პირველი ფილმის პრემიერაზე.

სპილოსძვლისფერი კაბა: Chanel.

სამკაულები: Fred Leighton.

კაბის ლენტი ყელსაბამის მაგიერ.

სტილი: მარტივი, ელეგანტური, დახვეწილი.

"I don`t know how she does it" ფილმის პრემიერა. მელბურნი, ავსტრალია.2011

სარა ჯესიკა პარკერი თავისი ახალი ფილმის “I don`t know how she does it”  პრემიერაზე, ავსტრალიაში.

ფსიქოდელიური პრინტის კაბა Vera Wang-ის 2012 წლის გაზაფხულის კოლექციიდან.

2011 New York City Ballet Fall Gala

თეთრი მაქმანის კაბა: Stella McCartney-ს 2012 წლის გაზაფხულის კოლექციიდან, თეთრი ყვავილი მხარზე ქერი ბრედშოუს სტილში და უბრალო სამაჯურები  მთლიანობაში ძალიან დახვეწილ ანსამბლს ქმნის.

მოსკოვი. რუსეთი. “I Don’t Know How She Does It” პრემიერა.

სარა ჯესიკა პარკერი თავისი ახალი ფილმის “I don`t know how she does it”  პრემიერაზე ამჯერად უკვე მოსკოვში, რუსეთში.

ალისფერი წითელი კაბა: Giambattista Valli Fall 2011 Couture collection.

"I don`t know how she does it" ფილმის პრემიერა. ნიუ-იორკი.2011.

სარა ჯესიკა პარკერი თავისი ახალი ფილმის “I don`t know how she does it”  პრემიერაზე ნიუ-იორკში.

კაბა: Antonio Berardi Sheath Eyelet Gown