“იცხოვრებთ ერთად სანამ სიკვდილი არ დაგაშორებთ, ჭირსა და ლხინში…”ჰოლივუდშიც შეიძლება ისეთი ხანგრძლივი და მყარი ოჯახის პოვნა, ნებისმიერ ქართულ ტრადიციულ ოჯახს რომ არ დაუდებს ტოლს, თუმცა ასეთი ქორწილი ძალიან იშვიათობაა. იქ ქორწინება ბევრად უფრო მალე მთავრდება, ზოგჯერ სტუმრებმა შეიძლება დაშლაც კი ვერ მოასწრონ. უპს!!!

ჯერემი ტომასი და დრიუ ბერიმორი

29 დღიანი ქორწილი

დრიუ ბერიმორი ერთერთი უმშვენიერესი მსახიობი, რომელსაც სამწუხაროდ პრობლემები ჰქონდა ალკოჰოლთან და ნარკოტიკებთან.

1994 წლის 20 მარტს დრიუ ცოლად გაყვა ბარმენს, სახელად ჯერემი ტომასს, მათმა ქორწილმა მხოლოდ 28 აპრილამდე შესძლო არსებობა. მხოლოდ 29 დღე. ფიქრობ ეს ცოტა არის? მაშინ შენ აუცილებლად უნდა წაიკითხო ეს პოსტი ბოლომდე და უფრო გაოცდები როცა გაიგებ სხვა ვარსკვლავების ქორწილის ხანგრძლივობას.

შინიდ ო’კონერი და ბარი ჰერიგენი

18 დღიანი ქორწილი

ოკონერმა და ჰერიგენმა ჯერ საკურთხეველთან მისვლა იჩქარეს და შემდეგ ამ ქორწინების დამთავრება. მათი ქორწილი ოკნერის დაბადების დღეს გაიმართა 2011 წელს, ლას ვეგასში ზუსტად იმ სამლოცველოში სადაც ბრიტნის სპირსმა და ჯეისონ ალექსანდერმა იქორწინეს. რადგანაც მათი ქორწინებაც არ აღმოჩნდა იღბლიანი. თვლიან, რომ ის სამლოცველო დაწყევლილია!!! თუმცა ეს საეჭვო არის რადგანაც ოკონერი აცხადებს, რომ ცერემონიიის განმავლობაში მას თავისი ქმრის ნათესავების საქციელი უკვე აღარ მოსწონდა.

 მარიო ლოპესი და ალი ლანდრი

14 დღიანი ქორწილი

მარიო ლოპესი და ალი ლანდრი 2004 ელის 24 აპრილს დაქორწინდნენ. ალი ლანდრი მის ამერიკა 1996 არის, რომელიც ერთერთი პირველი იყო ვისი სახელიც ქვეყნის ფარგლებს გაცდა და სახელი მსფლიოში გაითქვა. ის ჟურნალმა PEOPLE-მა მსოფლიოს 50 ულამაზეს ადამიანს შორის შეიყვანა.

მათ ერთმანეთი 2003 წლის ზაფხულში შეუყვარდათ და ერთი წლის შემდეგ დაქორწინდნენ კიდეც, კათოლიკური წესით 50 სტუმრის თვალწინ. სამწუხაროდ 2 კვირაში სიყვარული დამთავრდა.

შერი და გრეგ ოლმენი

9 დღიანი ქორწილი

შერი… პოპის ქალღმერთი, რომელიც ხშირად იგებდა გრემის, ემის, ოქროს გლობუსის და კანის კინოფესტივალის დაჯილდოებებზე. 1975 წლის 30 ივნისს ცოლად გაყვა გრეგ ოლმენს, როკ მუსიკოსს. სიყვარულის მიუხედავად შერიმ მასთან განქორწინება 9 დღეში მოითხოვა, რადგანაც გრეგი ნარკოდამოკიდებული იყო და ალკოჰოლსაც დიდი რაოდენობით იღებდა. საბოლოოდ მათი განქორწინება ოფიციალურად 1979 წელს გაფორმდა.

კარმენ ელექტრა და დენის როდმანი

9 დღიანი ქორწილი

კარმენ ელექტრა მოდელი, მსახიობი, მომღერალი და მოცეკვავე. ის კალათბურთელ დენის როდმანს 1998 წლის 14 ნოემბერს გაყვა ცოლად ლას ვეგასში, მაგრამ ქორწინებამ მხოლოდ 9 დღეს გასტანა. ოფიციალურად 1999 წლის მარტში დაშორდნენ.

მიშელ ფილიპსი და დენის ჰოპერი

8 დღიანი ქორწილი

მიშელ ფილიპსი მომღერალი, კომპოზიტორი და მსახიობია. ხოლო დენისი რეჟისორი არის. მათ ერთმანეთი შეუყვარდათ და დაქორწინდნენ 1970 წლის 31 ოქტომბერს. პირველმა კვირამ კარგად ჩაიარა, მაგრამ მოვლენები 180 გრადუსით შეიცვალა მე-8 დღეს. ისინი ზუსტად 8 ნოემბერს დაშორდნენ.

ბრიტნი სპირსი და ჯეისონ ალენ ალექსანდერი

55 საათიანი ქორწილი

პოპის პრინცესა, ბრიტნი რომელმაც სახელი თავისი სადებიუტო ალბომით გაითქვა BABY ONE MORE TIME. მან ბევრი ფანი გაიჩინა თავის დროზე. თუმცა ერთერთი გამორჩეული იყო. ეს მისივე ბავშვობის დროინდელი მეგობარი ჯეისონი გახლდათ, რომელზედაც ბრიტნიმ 2004 წლის 3 იანვარს იქორწინა ლას ვეგასში. თუმცა მეგობრობის მიუხედავად ქორწილი მხოლოდ 55 საათს გაგრძელდა და ისინი 5 იანვარს დაშორდნენ.

 ჟა ჟა გაბორი და ფელიპე დე ალბა

24 საათიანი ქორწილი

ჟაჟა წარმოშობით უნგრიელი მსახიობია ამერიკაში. 1936 წელს ის მის უნგრეთადაც კი იყო არჩეული მისი მომხიბვლელობის გამო. ჟაჟა თავისი ცხოვრების მანძილზე  9-ჯერ გათხოვდა და განქორწინდა 7-ჯერ. მისი ყველაზე ხანმოკლე ქორწილი იყო ქორწილი ფელიპე დე ალბასთან, რომელიც მხოლოდ 24 საათს გაგრძელდა. ისინი 1983 წლის 13 აპრილს დაქორწინდნენ და 14 აპრილს უკვე გაიყარნენ.

 რობინ ჟივენსი და სვეტოზარ მარინკოვიჩი

24 საათზე ნაკლები

რობინ ჟივენსი 1985 წელს მონაწილეობდა Cosby Show-ში. ამ ლამაზმანმა მოახერხა ბრაიან რობინსის, ედი მერფის და თვით ბრედ პიტის გულის დაპყრობა.

ის 1988 წელს პროფესიონალ მოკრივეზე მაიკლ ტაისონზე იყო დაქორწინებული, თუმცა ქორწინება ერთ წელიწადში დამთავრდა. 1997 წლის 22 აგვისტოს ის ტენისისი ინსტრუქტორს სვეტოზარ მარინკოვიჩს გაყვა ცოლად და იმ დღესვე დაშორდა. ოფიციალურად ისინი განქორწინდნენ 1997 წლის 19 დეკემბერს.

 რუდოლფ ვალენტინო და ჯენ აკერი

6 საათიანი ქორწილი

რუდოლფ ვალენტინო იტალიელი მსახიობი იყო, 1920-იანი წლების სექს-სიმბოლო. ჯენ აკერი კი ამერიკელი მსახიობი. ისინი 1919 წლის 5 ნოემბერს დაქორწინდნენ და დაქორწინებიდან  6 საათში ისინი დაშორდნენ ერთმანეთს. მიზეზი? სასიყვარულო სამკუთხედი. ჯენ აკერი ლესბოსელი იყო და რუდოლფი ქორწილის ღამე სასტუმროს ნომერში არ შეუშვა კარი გადაუკეტა.მართალია ოფიციალურად ისინის 1922 წლის 4 მარტს გაშორდნენ, მაგრამ ერთად 6 საათზე მეტი არ გაუტარებიათ. ისე, მერე კიდე რამეს იტყვის ბებიის თაობა, ეს რა ახალგაზრდობა მოდისო :D

რისი ბრალია ვარსკვლავების ხანმოკლე ქორწინება?

View Results

Loading ... Loading ...