კამერონ დიაზმა მაღალი მოდის ბრენდთან Pour La Victoire-სთან ერთად, თავისი პირველი ფეხსაცმლის ხაზი გამოუშვა. 41 წლის მსახიობი პირველ ნაბიჯებს დგამს მოდის ინდუსტრიაში. კამერონ დიაზი ბრენდის Pour La Victoire-ს სამხატვრო ხელმძღვანელი გასული წლის ზაფხულში გახდა და ორ წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი.

Cameron for PLV handbags

კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა განაცხადა, რომ კამერონს ამ ხაზის დიზაინის შექმნის პროცესში შეაქვს განსაკუთრებული, გემოვნებიანი შტრიხი და პერსპექტივა. კამერონმა თავისი წვლილი შეიტანა ამ ბრენდის ხელჩანთების ხაზის შექმნაშიც.

Diaz handbags for PLV

მსახიობის თქმით, მას სურდა შეექმნა ნაწარმი ზედმეტი ბაფთებისა და მორთულობების გარეშე, ზომიერი და კომფორტული ფეხსაცმელი. თუმცა მიუხედავად იმისა, რომ კოლექცია მთლიანად მსახიობის შექმნილია, ამ ხაზს მისი სახელი არ ექნება და არც მის რეკლამაში მიიღებს მონაწილეობას.

„არ მინდა მანდილოსნებმა ჩემ გამო, ჩემი სახელის გამო შეიძინონ ფეხსაცმელი. ეს არ არის ამ ბრენდის მიზანი. მინდა ამ ფეხსაცმელში საკუთარი თავი დაინახონ, თავი კომფორტულად და თავდაჯერებულად იგრძნონ“ – აცხადებს მსახიობი.

კამერონი ითვალისწინებს ფეხსაცმლის კომფორტულობას და სექსუალურობას კოჭთან შესაკრავის დამატებით ჰმატებს.

მისი შექმნილი ჩანთების, ჩექმებისა და ქუსლიანი ფეხსაცმლის შეძენა უკვე 2014 წლის შემოდგომაზე იქნება შესაძლებელი ShopStyle.com-ზე და ფეხსაცმლის ფასი 250 დოლარიდან დაიწყება.