beyonce-gq-1

ამერიკულმა ჟურნალმა GQ-მ ათასწლეულის ყველაზე სექსუალურ ქალთა ასეული გამოაქვეყნა. პირველი ადგილი მომღერალმა ბიონსემ დაიკავა.

16 გრემის მფლობელი მომღერალი, რომელსაც სულ გაყიდული აქვს 75 მილიონი ალბომი, გაზაფხულზე მეხუთე სოლო ალბომის გამოშვებას გეგმავს. სულ ახლახანს ბიონსემ ხელი მოაწერა 50 მილიონიან კონტრაქტს პეპსისთან:  სწორედ ის იქნება  ბრენდის 2013 წლის სარეკლამო კამპანიის სახე.

გარდა ალბომისა, ბიონსე სულ მალე გამოუშვებს დოკუმენტურ ფილმს საკუთარ ცხოვრებაზე. ფილმის რეჟისორი  და პროდიუსერი თავად მომღერალია.

beyonce-gq-2

31 წლის ვარკსვლავი აქტიურადაა ჩართული პოლიტიკაშიც: ის იყო პრეზიდენტ ობამას წინასაარჩევნო კამპანიის მონაწილე. 21 იანვარს პრეზიდენტ ობამას ინაუგურაციაზე ამერიკის სახელმწიფო ჰიმნს სწორედ ბიონსე შეასრულებს. 2012 წლის დეკემბერში სხვა ვარსკვლავებთან ერთად (სელენა გომეზი, ჯენიფერ ენისტონი, ჯესიკა ალბა, ჯულიანა მური…) მომღერალმა მონაწილეობა მიიღო ვიდეო კამპანიაში “Demand A Plan”. კამპანია “სენდი ჰუკის” სკოლის ტრაგედიის შემდეგ დაიწყო და მიმართულია ამერიკაში იარაღის კონტროლის შესახებ კანონის გასამკაცრებლად.

2010 წელს ჟურნალმა “ფორბსმა” ბიონსე ერთ-ერთ ყველაზე მაღალანაზღაურებად არტისტად დაასახელა. ათასწლეულის სექსუალური ქალის ტიტულის მფლობელისათვის ფინანსური დამოუკიდებლობა ძალიან მნიშვნელოვანია:

“თანასწორობა მითია. ყველა ეთანხმება იმას, რომ ქალებს არ შეუძლიათ იმდენის გამომუშავება, რაც კაცებს. არ მესმის ამის. ღრმად მწამს, რომ ქალი ფინანსურად დამოუკიდებელი უნდა იყოს კაცისგან. ფული კაცს ძალაუფლებას აძლევს: კაცები განსაზღვრავენ რა არის ღირებული, რა არის სექსუალური და რა არის ქალური. ეს სასაცილოა.”

რა არის ვარსკვლავის წარმატებული კარიერის მიზეზი? ბიონსეს თქმით, მას ძალიან ბევრი მუშაობა  და დიდი მსხვერპლის გაღება მოუწია. ის რასაც მიაღწია, დამსახურებულად მიიღო. ყოველი კონცერტის შემდეგ ბიონსე შოუს ვიდეოს უყურებს. საკუთარი პერფორმანსის ყველაზე დიდი კრიტიკოსი თვითონაა. აკვირდება თითოეულ დეტალს, მეორე დღეს კი შოუს ყველა მონაწილეს ფურცელზე ჩამოწერილ შენიშვნებს უგზავნის:

“ვცდილობ ვსრულყო ჩემი თავი. მინდა გავიზარდო და ყოველთვის მივილტვი ახალი ინფორმაციისკენ.”

ბიონსეს შრომისმოყვარეობაზე მისი უმცროსი დაც საუბრობს:

“მახსოვს, როცა 10 წლის იყო, რეპეტიციის დროს ყველა იღლებოდა და შესვენება უნდოდა, მარტო ბიონსე არ ჩერდებოდა და აგრძელებდა მუშაობას.”

წარმატებულმა მომღერალმა და ახალგაზრდა დედამ იცის რა ძალა და გავლენა აქვს:

“დიახ, მე ვიცი რომ ძალაუფლების მქონე ვარ. ეს ძალაუფლება იმაზე დიდია, ვიდრე ვაცნობიერებ.”

o-BEYONCE-GQ-COVER-570

 

წყაროები: