შარშან საკმაოდ ბევრი ვარსკვლავი საზოგადოებისთვის უეცრად და მალულად დაქორწინდა. საზოგადოება ინტერესით ელოდა რამოდენიმე წყვილის სასიყვარულო რომანის საჯარო დაგვირგვინებას, მაგრამ რამოდენიმე ვარსკვლავურმა ქორწილმა ტაბლოიდებისაგან უჩუმრად ჩაიარა.

ჯასტინ ტიმბერლეიკი და ჯესიკა ბილი

ისინი 5 წლის განმავლობაში სტანჯავდნენ ერთმანეთს: ხან ცილდებოდნენ, ხანაც ხელახალ რომანს იწყებდნენ ერთმანეთთან. ყველაფერი დაგვირგვინდა 4 დღიანი ქორწილით – ნამდვილად ვარსკვლავური ფუფუნებით: welcome cocktail სამშაბათს, ფეიერვერკებით დასრულებული წვეულება სანაპიროზე ოთხშაბათს, პიკნიკი ღვინითა და ყველის თანხმებით – ხუთშაბათს და ბოლოს ოფიციალური ცერემონია პარასკევს. (თუ მოგეწონათ ეს იდეა, დაახლოებით 6.5 მილიონი გადადეთ მის განსახორციელებლად :))

ჯესიკას ვარდისფერი კაბა

ქსენია სობჩაკი + მაქსიმ ვიტორგანი

რუსული ბომონდის ენამახვილი წარმომადგენელი ასევე პაპარაცებისგან მალულად დაქორწინდა მსახიობ მაქსიმ ვიტორგანზე. რუსული მედიისთვის ეს ამბავი ნამდვილი სენსაცია და სიურპრიზი აღმოჩნდა.

სობჩაკი და ვიტორგანი

რაიან რეინოლდსი + ბლეიქ ლაივლი

სკარლეტ იოჰანსონის ყოფილ მეუღლეს, რაიან რეინოლდსა და „ჭორიკანა“ ბლეიქ ლაივლის პაპარაცებმა მაინც მიაგნეს, თუმცა მხოლოდ მისი კაბის ფერის აღბეჭდვა შეძლეს.

ბლეიქ ლაივლის საქორწინო კაბა

დრიუ ბერიმორი + უილ კოპელმანი

2 ივნისს, დრიუ ბერიმორი 37 წლის ასაკში მესამედ გათხოვდა და გაყვა ამერიკელ საქმოსანს, ხელოვნების სფეროში მსხვილ კონსულტანტს უილ კოპელმანს. მისი კაბა თვით ლაგერფილდის  ხელითაა შექმნილი და ითვალისწინებდა დრიუს საინტერესო მდგომარეობას.

დრიუ ბერიმორის მესამე ქორწინება

ქეით ვინსლეტი + ნედ როკენროლი

ასევე მესამე ჯერზე და 36 წლის ასაკში სცადა ქეით ვინსლეტმა ქორწინების უღელში შებმა და გასული წლის ბოლოს ცოლად გაყვა 33 წლის მილიონერს ნედ როკენროლს.

უინსკეტი და როკენროლი

ევგენი სტიჩკინი + ოლგა სუტულოვა

მსახიობები „უცნაური“ და „თავისებური“ ხალხია. მსახიობებმა ევგენი სტიჩკინმა და ოლგა სუტულოვამ ქორწილში დაპატიჟეს არა 500 მეგობარ-ახლობელი, არც „ვიწრო წრე“, არამედ მხოლოდ მათი პუდელი ჟუჩკა!

სტიჩკინი და სუტულოვა

ჯეკ ოზბორნი + ლიზა სტელლი

ჩემი ფავორიტი ამ წყვილებში, ბუნჩულა და საყვარელი ჯეკ ოზბორნია, რომელიც დაქორწინდა ლიზა სტელლიზე და ქორწილში მათი საერთო შვილიც ყავდათ, სავარადაუდოდ ბეჭედების დამჭერად.

ოზბორნის ბიჭი

ენ ჰეთევეი + ადამ შულმანი

ოსკაროსანმა ენ ჰეთევეიმ ფილმისათვის სპეციალურად შეჭრილი თმის დასამშვენებლად შეარჩია არაჩვეულებრივი თავსამკაული Valentino-საგან და ცოლად გაყვა ამერიკელ მსახიობს ადამ შულმანს მედიისა და საზოგადოებისგან სრულიად მალულად.

ენი

ნატალი პორტმანი + ბენჟამენ მილპეა

ნატალი პორტმანის ქორწილი ებრაული ტრადიციების მიხედვით ჩატარდა. მისი რჩეული ფრანგი მოცეკვავე და ქორეოგრაფი ბენჟამენ მილპიეა.

პორტმანი

ვნახოთ, 2013 წელი რომელი წყვილის საჯარო თუ გასაიდუმლოებული ქორწილით განგვაცვიფრებს.

ბონუსად:

ელიზაბეთ ტეილორის საქორწინო კაბა აუქციონზე 171,875 ფუნტად გაიყიდა

ტეილორის კაბა 1950
ტეილორის კაბა 1950
ტეილორის კაბა
ტეილორის კაბა