სარა ჯესიკა პარკერი არის ერთ-ერთი ყველაზე დახვეწილი, მოდური და შრომისმოყვარე მსახიობი ჰოლივუდში. ჟურნალის გარეკანზე მას ძალიან ხშირaდ მოჰკრავთ თვალს და ფაქტია, რომ ყოველთვის უნაკლოდ გამოიყურება.

ჩვენ ვიცით, რომ ის დაფოტოშოპებულია და მისი ნაოჭები ფაქტიურად გამქრალია, მაგრამ ამას არაფრად ვაგდებთ. ის ხომ „სექსი დიდ ქალაქში”-ს ვარსკვლავია.

Marie Clair-ის დეკემბრის ნომრის გარეკანზე ჩვენ ვხედავთ მომღიმარ ქალს, რომელიც ბედნიერია თავისი ცხოვრებით. დიახ, მას აქვს პრობლემები ისევე როგორც ყველა ჩვენგანს, მაგრამ ამას მარტივად აღიქვამს და მიიჩნევს, რომ არაფერია ისეთი მნიშვნელოვანი, როგორც ოჯახი.

სარა ჯესიკა პარკერი, რომელსაც აცვია ფერადი კაბა ასიმეტრიული კიდეებით, საუბრობს ოჯახზე, მის მოქმედ გატაცებაზე, მსახიობობის სირთულეებზე და უამრავ სხვა თემაზე.

სარა ჯესიკა პარკერი ცნობადობის შესახებ:

”მე არასოდეს მინდოდა ვყოფილიყავი სახელგანთქმული, მე მაქვს ჩემი ყოველდღიური ცხოვრება, ძალიან მაგრად ვმუშაობ, სხვა რამეებზე ფიქრისთვის დრო არ მრჩება.”

სარა ჯესიკა პარკერი არ იღებს საჩუქრად ნივთებს:

”როცა ვიზრდებოდი, ჩვენ ბევრი არაფერი გვქონდა. ეს არის საუკეთესო რამ რაც ჩემს ცხოვრებაში მომხდარა, რადგან ახლა მე  ყველაფერს ვაფასებ. მე მაქვს ძლიერი სამსახურეობრივი ეთიკა და მე არ ვიღებ ნაჩუქარ ნივთებს.”

სარა ჯესიკა პარკერი  თამაშით გატაცებაზე:

”მე მიყვარს, მიყვარს, მიყვარს მსახიობობა. ეს ყველაზე ძნელი და საშიში საქმიანობაა იმ საქმიანობებს შორის, რასაც ვაკეთებ, ბავშვების აღზრდის გარდა. მაგრამ მე მომწონს ის შესაძლებლობები, რასას ეს საქმიანობა იძლევა. ვცდილობ დრო გადავანაწილო.”

სარა ჯესიკა პარკერი იმაზე, რაც მასზე მედიაში იწერება:

”ყოველ ჯერზე, როცა რაღაც ახალს წერენ, რაც არ შეესაბამება სიმართლეს ან საწყენია – წლების განმავლობაში მიღებული გამოცდილების მიხედვით გეტყვით – ამ ყველაფერს უკვე მნიშვნელობა აღარ აქვს.”