ქერი ბრედშოუ და „სექსი დიდ ქალაქში“ უამრავი ქალის შთაგონების წყარო გამხდარა, თუმცა ქერი ბრედშოუს როლის შემსრულებელი სარა ჯესიკა პარკერი აღნიშნავს, რომ თავის გმირთან ერთადერთი საერთო აქვს – ფეხსაცმლის სიყვარული.

5336_sarah-jessica-parker-en-la-tienda-de-manolo-blahnik-durante-la-vogue-fashions-night-out-2011

ის აქტიურად მუშაობს მანოლო ბლანიკთან ერთად ფეხსაცმლის საკუთარ ხაზზე. ეს სწორედ ის მანოლო ბლანიკია, ვისი დიზაინით შექმნილ ფეხსაცმელზეც გიჟდებოდა ქერი ბრედშოუ და საკუთარ ქორწილშიც ეცვა უნაზესი, დახვეწილი, სატინის მაღალქუსლიანები. ერთ-ერთ ინტერვიუში კი აღნიშნა, რომ მას არ უყვარს ბრჭყვიალა ფეხსაცმელი და ამაზე მეტყველებს მისი კოლექციებიც, სადაც  ფერადი ზამში დომინირებს. ქერი ბრედშოუს მსგავსად, სარასაც უყვარს ფერების სიმრავლე ჩაცმულობაში.

სარა აქტიურად მოღვაწეობს პარფიუმერულ ინდუსტრიაში. SJP NYC პოპულარობით სარგებლობს არა მხოლოდ ნიუ-იორკელ ქალბატონებში. მან შექმნა საკუთარი სუნამო, ტუალეტის წყალი და ტანის ლოსიონი, რომელთა შეძენა არც ისე ძვირი სიამოვნებაა.

სექტემბრის თვის „ჰარპერ ბაზარის“ გარეკანზე მისი ფოტოა განთავსებული, ხოლო ინტერვიუში გულახდილად საუბრობს თავის ოჯახზე, შვილებზე და ბავშვის აღზრდის თანამედროვე პრობლემებზე. მიაჩნია, რომ კრიტიკული აზროვნება აუცილებელია და უმნიშვნელო საკითხიც კი განხილვის შედეგად უნდა გადაწყდეს. მიუხედავად სარას აქტიური საქმიანობისა კინო და მოდის ინდუსტრიებში, ის სამაგალითო დედა და მეუღლეა. ამერიკელი მსახიობის მეთიუ ბროდერიკისა და მისი ქორწინება 16 წელია გრძელდება და დღემდე სიგიჟემდეა შეყვარებული მასზე. მათ სამი შვილი ჰყავთ: 11 წლის ვაჟი ჯეიმ უილკი და 4 წლის ტყუპი ქალიშვილები ტაბიტა და ლორეტა.

სარა სიამაყით აღნიშნავს, რომ ქალიშვილები მიუხედავად მცირე ასაკისა, თავად განსაზღვრავენ  რისი ჩაცმა სურთ. ისინი სური კრუზს პოპულარობით არ ჩამოუვარდებიან, როგორც ყველაზე მოდურად ჩაცმული ბავშვები.

გთავაზობთ სარა ჯესიკა პარკერის და მისი შვილების რამდენიმე ფოტოს