ქეით მიდლტონი და პრინცი ვილიამი აზიური ტურნის ფარგლებში სინგაპურს ესტუმრნენ.  წყვილი სინგაპურის National Orchid Garden -ს ეწვია. ქეითის ჩაცმულობას არც ამჯერად გაუცრუებია საზოგადოებისთვის იმედი. ჰერცოგინია კრემისფერ, ხელით გამოყვანილი ორქიდეებით გაფორმებულ, ნაზ კაბაში იყო გამოწყობილი. კაბა 8 თვის განმავლობაში იქმნებოდა კომპანია De Gournay-ის სპეციალისტების მიერ; პრინცესას არჩევანს ვერ დაუწუნებ: ამ კაბაში ცოცხალი ორქიოდეების ფონზე მოსეირნე ქეითი მართლაც ულამაზესი გახლდათ.

სამეფო წყვილს ბაღში უჩვენეს ორქიდეა, რომელსაც სახელი პრინცესა დიანას პატივსაცემად ჰქვია. იქვე, ახალ ორქიდეასაც უწოდეს სახელი Vanda William Catherine.

Vanda William Catherine

National Orchid Garden-ი სინგაპურის ერთ-ერთი მთავარი ღირსშესანიშნავობაა. ბაღი 1859 წელს დაარსდა და აქ დღეისთვის 60 ათასამდე ჯიშის მცენარეა დაცული.

სამეფო მიღებისთვის ქეითმა წარმოშობით სინგაპურელი დიზაინერის, Prabal Gurung-ის 2012 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექციიდან შეარჩია აბრეშუმის კაბა. სხვათა შორის, კაბის საწყისი ფასი £1,770 გახლდათ, თუმცა ახლა, ფასდაკლებით, მისი შეძენა 710 ევროდაც შეგიძლიათ.

უნდა აღინიშნოს, რომ ქეითს მიღებაზე ალკოჰოლი არ დაულევია. მისი ღვინისთვის განკუთვნილი ბოკალი წყლით იყო შევსებული. მიდლტონმა დედოფლის სადღეგრძელოც კი წყლით დალია, რამაც ახალ ჭორებს დაუდო სათავე იმის შესახებ, რომ იგი ორსულადაა. ხმები იმანაც გაამკაცრა, რომ ქეითმა უარი თქვა კანადაში არაქისის კარაქის მირთმევაზე…

სინგაპურის შემდეგ კერმბრიჯის ჰერცოგი და ჰერცოგინია მალაიზიას ესტუმრებიან და სოლომონის კუნძულებსაც მოინახულებენ, საიდანაც კანოეთი კუნძულ ტავანუპურამდეც მიცურდებიან. აქ გაატარებენ ისინი მეორე თაფლობის თვეს. დაბრუნებამდე წყვილი ტუვალუსაც ეწვევა.