the_queens_wardrobe16_v_5nov12_pr_b_1440x960

ახალშობილი პრინცი ჯორჯი ჯერ სულ რამდენიმე თვისაა, მაგრამ მას უკვე საკუთარი პირადი დიზაინერი ჰყავს – ენჯელა ქელი, რომელიც დედოფალ ელისაბედ მეორის ჩაცმულობასა და იმიჯზე ზრუნავს.

Royal Christening
დედოფალი ელისაბედ II, ნათლობა, 1926 წელი

პრინც ჯორჯს ნათლობაზე შოტლანდიელი ჯენეთ საზერლენდის მიერ შექმნილი სამოსის ასლი ეცვა, რომელშიც პირველად პრინცესა ვიქტორია გამოჩნდა საკუთარ გაქრისტიანების ცერემონიალზე 1841 წელს.

Royal Arrival
მეფე ედუარდ VIII, ნათლობა, 1894 წელი

სამოსს “Embroiderer to the Queen” ეწოდება, რაც ქართულად ნიშნავს “ნაქარგს დედოფლისათვის”. მას შემდგომ, ნათლობისას ყოველ მონარქს, რომელთა რაოდენობაც დღეისათვის დაახლოებით 60 ბავშს აღწევს, ზემოსხენებული მაქმანებით მოსავენ.

Prince William's Christening - August 4, 1982
პრინცი უილიამი, ნათლობა, 1982 წელი

მთელი ამ ხნის მანძილზე სამოსი გაცვდა და რელიქვიის უვნებლად შენახვის მიზნით 2008 წლიდან ბრიტანეთის სამეფო ბავშვებს ენჯელა ქელის მიერ დამზადებული კაბით ნათლავენ, გვატყობინებს “Sunday Times”.

Sarah Andrew Beatrice Christening
პრინცესა ბეატრისა, ნათლობა, 1988 წელი
Eugenie Christening Sandringham
პრინცესა ეუხენია, ნათლობა, 1990 წელი

როგორც დედოფლის პერსონალური ასისტენტი, ის სამეფო ოჯახის ჩაცმის წესსა და გარდერობის შერჩევის ტაქტიკას კარგად იცნობს, რასაც უახლოეს წარსულში წიგნიც კი მიუძღვნა: “Dressing The Queen: The Jubilee Wardrobe”, სადაც საზოგადოებას რამდენიმე საიდუმლო გაანდო, კერძოდ, ის, რომ დედოფლის ტანისამოსი ყოველთვის ისეთი ქსოვილისგანაა შეკერილი, რომელიც ნაოჭებს არ იკეთებს და არ არის აუცილებელი, რომ ის ჰაერს ატარებდეს, რამდენადაც ინგლისის მონარქი თითქმის არასდროს ოფლიანობს. დედოფალი თავადაც დაინტერესებულია დიზაინით და მონაწილეობდა იმ სამოსის მოქარგვაში, რომელიც მას ირლანდიაში ისტორიული ვიზიტისას ეცვა 2011 წელს. ეს მოგზაურობა კი ისტორიული გახდა იმდენად, რამდენადაც ეს იყო ინგლისის მონარქის პირველი სტუმრობა ირლანდიაში უკანასკნელი 100 წლის მანძილზე.

Baby Prince
პრინცი ჩარლზი, ნათლობა, 1948 წელი

ნათლობა, რომელსაც უამრავი ადამიანი ელოდებოდა, გაიმართა 23 ოქტომბერს, წმინდა ჯეიმსის სასახლეში. ცერემონიალს კენტერბერის არქიეპისკოპოსი ჯასთინ უელბი გაუძღვა. შეგიძლია იხილო ფოტოები პრინც ჯორჯის ნათლობიდან და თუ ახალშობილის სამოსმა არ აღგაფრთოვანა, კემბრიჯის “ჰერცოგის ასულისა” და ნათლიების ჩაცმულობა მაინც ვერ დაგტოვებდა გულგრილს.

article-2472989-18EE7AE200000578-114_964x569
პრინცი ჯორჯ ალექსანდრ ლუი, ნათლობა, 2013 წელი