23 ოქტომბერს ინგლისის პატარა პრინცის ნათლობა შედგა. პაპარაცებს საავადმოყოფოდან გამოყვანის შემდეგ პირველად მიეცათ 3 თვის ჯორჯის გადაღების საშუალება. მანაც გმირულად გაუძლო მისდამი ინტერესს და არც პატარა პრინცის ცრემლები უხილავს საზოგადოებას. პატარა ნათლობის შესამოსელში იყო გამოწყობილი.

პრინცი ნათლიების სიმცირეს ნამდვილად არ უჩივის: ზარა ფილიპსი – უილიამის ბიძაშვილი, კეიტის სკოლის მეგობარი – ემილია ჟარდინ-პატერსონი, უილიამის მეგობრები – ოლივერ ბაკერი და უილიამ ვან კატსემი, ჰარი ჯეიმი ლოუტერ-პინკერტონი – უილიამისა და ჰარის პირადი მდივანი, ვესტმისტერის ჰერცოგის ვაჟი – ჰიუ გროსვენორი  და პრინცესა დიანას მეგობარი – ჯულია სემუელი.

თავად ნათლობის ცერემონიალს მხოლოდ დედოფალი, პრინცი ჰარი, პრინცი ჩარლზი და კამილა პარკერ ბიულსი ესწრებოდნენ. ნათლობის სტუმართა სია კი არცთუ მსუყე გამოდგა. სამეფო ოჯახის განმარტებით ეს მხოლოდ იმის გამო მოხდა, რომ კეიტსა და უილიამს ცერემონიალის ოჯახურ წრეში აღნიშვნა სურდათ.

რაც შეეხება კემბრიჯის ჰერცოგინიას ჩაცმულობას, მან ჯორჯის ნათლობისთვის Alexander McQueen-ის კაბა და  Jane Taylor-ის კრემისფერი ქუდი შეარჩია, რომელიც საოცრად უხდებოდა მეუღლის პერანგის ფერს.