ეს არის სტატია ცნობილ დებზე, ან დებზე რომელთაგანაც ერთერთი უფრო ცნობილია ვიდრე მეორე. შევაფასოთ რომელი უკეთესია.

კენდელ ჯენერა და კიმ კარდაშიანი

13 მარტს კიმ კარდაშიანმა თავის ბლოგზე დაწერა, “კენდელს ჩემი Azzedine Alaia-ს კაბა ვათხოვე Hunger Games-ს პრემიერაზე. ღვთაებრივად გამოიყურება, ხომ მართალია?”  და აქვე დაამატა, “ეს ისეთი გასაოცარი კაბაა! მე ის 2010 წელს მეცვა, როცა დედასთან ერთად ვიყავი პარიზში და თავად  Azzedine Alaia-ს შევხვდი. მახსოვს ამ ბრენდის კაბებს დედაჩემი ხშირად მათხოვებდა ხოლმე თავისი გარდერობიდან, როცა უფრო პატარა ვიყავი, ახლა მიხარია, რომ მე უმცროსი დები მყავს, ვისაც შემიძლია ჩემი საყვარელი საგნები გავუზიარო.”

რომელი და ჯობია?

View Results

Loading ... Loading ...

ბიონსე და სოლანჯი

ბიონსეს უმცროსი და სოლანჯი საკმაოდ ნიჭიერი მომღერალია, მაგრამ ცნობილი ალბათ უფრო იმიტომ არის, რომ ბიონსე არის ასეთი პოპულარული ვარსკვლავი.

რომელი და ჯობია?

View Results

Loading ... Loading ...

პარის და ნიკი ჰილტონები

რომ არა მათი პაპის სახელი, ისინი შეიძლება არავის არ სცნობოდა დღეს. მათ არ აქვთ რაიმე ტალანტი, რომ წარმოაჩინონ, მაგრამ ამის მიუხედავად გაზეთები მაინც მათზე ნადირობენ.

რომელი და ჯობია?

View Results

Loading ... Loading ...

ჯესიკა და ეშლი სიმპსონები

ეს მომღერალი დები საკმაოდ განსხვავდებიან ერთმანეთისაგან. თუ ჯესიკა ქალურია და მოდას აყოლილი, ეშლი უფრო ჰიპური სტილის მოყვარულია.

რომელი და ჯობია?

View Results

Loading ... Loading ...

ქეით და პიპა მიდლტონები

მიუხედავად იმისა, რომ უფროსი და პრინცესაა, პიპა ნამდვილად არ თმობს პოზიციებს. ყოველთვის მომხიბვლელად გამოიყურება და დას ტოლს არ უდებს.

რომელი და ჯობია?

View Results

Loading ... Loading ...

ეშლი, მერი-ქეით და ელიზაბეთ ოლსენები

ეშლი და მერი-ქეითი ყოველთვის პოპულარულები იყვნენ. ჯერ კიდევ ბავშვობაში იღებდნენ მონაწილეობას ფილმებში. რაც შეეხება მათ დას ელიზაბეთს, ის ახლახან გამოჩნდა ჟურნალ asos-ის მარტის თვის ნომერში, თუმცა უკვე საკმაო პოპულარობით სარგებლობს.

რომელი და ჯობია?

View Results

Loading ... Loading ...

დაკოტა და ელლე ფენინგები

ორივე და საკმაოდ პოპულარულია. მათ არა მარტო ჰოლივუდში დაიმკვიდრეს სახელი, არამედ სამოდელო ბიზნესშიც. შენ რომელი დის სტილი უფრო მოგწონს, უფროსი დაკოტას ელეგანტურობა, თუ უმცროსი ელლეს ელფური ბრწყინვალება?

რომელი და ჯობია?

View Results

Loading ... Loading ...

ემილი და ზოი დეშანელი

ლამაზი ზოი და გლამურული ემილი, ორივე ნამდვილი კარნავალის დედოფალია და პირველობას სხვას კი არა ერთმანეთსაც არ უთმობენ.

რომელი და ჯობია?

View Results

Loading ... Loading ...

ჰაილი და ჰილარი დაფები

ქერათმიანი ლამაზმანები, მართლაც რომ მომხიბვლელები არიან. ჰილარი თინეიჯერების ნამდვილი ვარსკვლავი იყო, ახლაც უამრავ ფილმში იღებენ და ერთერთ ფილმში მას თავისი და უწევს პარტნიორობას.

რომელი და ჯობია?

View Results

Loading ... Loading ...

ალი და ლინდსი ლოჰანები

ლინდსი ლოჰანი საკმაოდ ნიჭიერი და პოპულარული მსახიობია. ალი კი ყოველთვის მისი პატარა და იყო. ამბობდნენ, რომ მას თავისი დისგან განსხვავებით არანაირი ტალანტი არ აქვს. თუმცა ალი გაიზარდა და მოდელი გახდა, მონაწილეობა მიიღო რეალითი შოუში და კონტრაქტი გააფორმა NEXT MODEL-თან.

რომელი და ჯობია?

View Results

Loading ... Loading ...