მაშინ, როცა ძველი ვარცხნილობა გვბეზრდება, ახალი სტილის ძიებაში ხშირად ცნობილ ადამიანებამდეც მივდივართ და იმ ვარცხნილობას ვირჩევთ, რომელსაც ჩვენს საყვარელი მომღერალი ან მსახიობი ატარებს. ამ სტატიაში იმ ცნობილ ადამიანების ვარცხნილობებს  შემოგთავაზებთ, რომელთაც უდიდესი წარმატება ხვდათ წილად და დღემდე დიდი პოპულარობით სარგებლობს მთელ მსოფლიოში:

ფერა ფოსეტის, 70-იანი წლების პოპულარული ამერიკელი მსახიობის ვარცხნილობა უდიდესი პოპულარობით სარგებლობდა 70-იან წლებში, თუმცა ვინტაჟის მოყვარულ ქალბატონები ახლაც დიდი სიამოვნებით ატარებენ ამ ვარცხნილობას.

მერილინ მონრო და მისი ოქროსფერი კულულები ყველა დროის უდავო ფავორიტია. მის სტილს უამრავი ადამიანი აკოპირებს. ჩვენი დროის ვარსკვლავებსაც ძალიან ხშირად შევხვდებით მერილინ მონროს სტილში გადაწყვეტილი ქერა კულულებით და წითელი ტუჩსაცხით.

1968 წელს, მას შემდეგ, რაც მია ფეროუს მონაწილეობით ფართო ეკრანებზე ფილმი “როზმარის ჩვილი” გამოვიდა, უამრავი ქალი შეელია გრძელ დალალებს იმ მოკლე, ბიჭური ვარცხნილობისთვის, რომელიც ფილმში ქონდა მსახიობს.

პრინცესა დიანა: კლასიკური, მოკლე ვარცხნილობა. ეს ვარცხნილობა, მცირედი მოდიფიკაციებით, დღემდე ძალიან პოპულარულია ინგლისში.

ჯენიფერ ენისტონი “რეიჩელის ვარცხნილობით”. ასეთი იყო ჯენიფერი 90-იანი წლების ერთ-ერთ ყველა პოპულარლი სერიალის “მეგობრების” გადაღებებზე. მისი ვარცხნილობა დაახლოებით თერთმეტმა მილიონმა ქალმა მოისინჯა საკუთარ თავზე. ამ ვარცხნილობას დღემდე არ დაუკარგავს პოპულარობა.

მეგ რაიანის მოკლე, გაჩეჩილი, დაუდევარი ვარცხნილობა ერთდროულად ქარაფშუტა, მაგრამ სექსუალური ქალის იმიჯს ქმნის.

ვიქტორია ბექჰემმა მრავალი ვარცხნილობა მოირგო, მაგრამ ყველაზე პოპულარული მაინც მისი ასიმეტრიული კარეა.

სერიალ “Gossip Girl”-ის ვარსკვლავის, ბლეიკ ლაივლის გრძელი, ქერა კულულები ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ვარცხნილობაა აშშ-ს სილამაზის სალონებში. რომელ გოგონას არ ენდომება ასეთი ლამაზი, მბზინავი და გრძელი თმა?!