Home ვარსკვლავები

ჰოლივუდისთვის ცოტათი უცნაურია წრფელი სიყვარული და ხანგრძლივი ქორწინებები, ხოლო ის ადამიანები, რომელთა გრძნობებიც (და ქორწინებაც) დრომ გამოსცადა, მთელს ჰოლივუდში (და არა მარტო) საყოველთაო ყურადღების, საუბრის და, ზოგადად, აღტაცების საგანია. გაეცანი ყველაზე პოპულარული შეყვარებული წყვილების მოკლე ისტორიებს.

რიტა ვილსონი და ტომ ჰენქსი

ვილსონი პირველად მომავალ მეუღლეს საკუთარ სატელევიზიო  შოუში “Bosom Buddies” შეხვდა, თუმცა რომანი მაშინვე არ გაუბამთ. წყვილი მოგვიანებით კვლავ გადასაღებ მოედანზე შეხვდა ერთმანეთს, სადაც დაწყებული მხურვალე  რომანი  1988 წლის  30 აპრილს ქორწინებით დაგვირგვინდა. წყვილს ორი შვილი შეეძინა: ჩესტერი – 1990 წელს  და თრუმენი – 1995 წელს.

1375218748_rita-wilson-tom-hanks-640

სარა ჯესიკა პარკერი და მეთიუ ბროდერიკი

პარკერი ბროდერიკს (გაგიკვირდებათ და) პირველად 1991 წელს, ბროდვეის სცენაზე შეხვდა. და-ძმის როლის წარმატებით მორგების შემდეგ, ურთიერთობამ სცენის მიღმა გადაინაცვლა. ისინი 1997 წლის 19 მაისს დაქორწინდნენ ნიუ-იუორკის სინაგოგაში. “ჩემს ქორწილში შავი კაბა მეცვა, რასაც ახლა გულწრფელად ვნანობ” – აღიარა მოგვიანებით სარამ. 2002 წლის ოქტომბერს, მსახიობებს შეეძინათ პირელი შვილი ჯეიმს ვიკლი, ხოლო 2009 წელს ტყუპი ქალიშვილები სუროგატი დედის დახმარებით მოევლინენ ქვეყანას.

1375219239_sarah-jessica-parker-matthew-broderick-640

ვიქტორია და დევიდ ბექჰემები

ერთ დროს პოპულარული გოგონათა ჯგუფის “Spice Girls” მომღერალი და ინგლისის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი ერთმანეთს 1997 წელს, საქველმოქმედო საფეხბურთო მატჩზე შეხვდნენ. ხანმოკლე რომანი ყველაზე სკანდალურ ქორწინებაში გადაიზარდა, თუმცა ვიქტორიამ ყველა წყენა უდრტვინველად აიტანა, ჭორები და მითქმა-მოთქმა არად ჩააგდო, მეუღლეს ოთხი შვილი გაუჩინა და ინგლისელი ქალების მისაბაძ მაგალითად და სანიმუშო მეუღლედ იქცა.

1375217927_david-beckham-victoria-beckham-640

ბიონსე და ჯეი-ზი

მუსიკოსები ერთმანეთს 2002 წელს ცნობილი სინგლის “Bonnie & Clyde” ჩასაწერად შეხვდნენ და მას შემდეგ არც დაშორებულან. მათი რომანი იდუმალებით მოცული იყო და დაქორწინებაც საიდუმლოდ მოახერხეს ნიუ-იორკში, 2008 წლის 4 აპრილს. 2012 წელს მათი ქალიშვილი ბლუ მოევლინა ქვეყნიერებას.

1375218683_beyonce-knowles-jay-z-640

გოლდი ჰოუნი და კურტ რასელი

მსახიობები ერთმანეთს 1968 წელს გადასაღებ მოედანზე შეხვდნენ. თუმცა სიყვარული მხოლოდ დიდი ხნის შემდეგ მოვიდა: 1983 წელს, მათი ხელახალი შეხვედრისას გადასაღებ მოედანზე. ისინი არასოდეს დაქორწინებულან, თუმცა 1986 წლის ზაფხულს ქალიშვილი უიტი შეეძინათ. გოლდის სხვა მეუღლისგან, მსახიობ ბილ ჰადსონისგან ორი შვილი ჰყავს ოლივერი და ქეითი (ეს უკანასკნელი კი დედაზე არანაკლებ ცნობილი მსახიობი ქეით ჰადსონია).

1375218440_kurt-russell-goldie-hawn-640

ქელი პრესტონი და ჯონ ტრავოლტა

ისინი ერთმანეთს 1987 წელს დაუკავშირდნენ და მას შემდეგ ერთად არიან. 1991 წელს ურთიერთობა ქორწინებით დაასრულეს, ხოლო 1992 წელს შეეძინათ ვაჟიშვილი, (რომელიც სამწუხაროდ  2009 წელს გარდაიცვალა). მოგვიანებით, 2000 წლის აპრილს, მსახიობებს ქალიშვილი ელა შეეძინათ, 2010 წლის ნოემბერში კი ვაჟიშვილი – ბენჯამენი.

1375218951_john-travolta-kelly-preston-640

მელანი გრიფიტი და ანტონიო ბანდერასი

მელანი და ანტონიო ერთმანეთით პირველივე შეხვედრისას მოიხიბლენ, მიუხედავად იმისა, რომ ანტონიო დაქორწინებული იყო მომხიბვლელ ანა  ლეზაზე, ამ ფაქტს ხელი არ შეუშლია მისთვის მშვენიერ მელანისთან რომანი გაება. მათი პირველი ერთობლივი ფილმის Two Much გადაღებების დასრულების შემდეგ. 1996 წლის მაისში ოფიციალურად დაქორწინდნენ, ხოლო ამავე წლის სექტემბერში ქალიშვილი სტელა შეეძინათ.

1375219378_antonio-banderas-melanie-griffith-640

ჯენიფერ გარნერი და ბენ აფლეკი

ცნობილი მსახიობები ერთმანეთს 2004 წელს შეხვდნენ, ფილმის Elektra გადაღებებზე. როგორც ცნობილია, ჰოლივუდის ვარსკვლავთბიჭუნა უმალ მოიხიბლა გარნერის სილამაზით. ბენს ბევრი არ უფიქრია და 2005 წელს, ჯენიფერის 33-ე დაბადების დღეს, მას საჩუქრად Harry Winston -ის 4,5 კარატიანი ბრილიანტის ბეჭედი და თავისი გული შესთავაზა. მათი ქორწინება გასაიდუმლოებულ გარემოში 2005 წლის 29 ივნისს შედგა, რადგანაც ამ დროს ჯენიფერი 4 თვის ორსული იყო მათ პირველ ქალიშვილ ვიოლეტზე. ეს უკანასკნელი ქვეყნიერებას 2005 წლის დეკემბერში მოევლინა. 2009 წლის იანვარში წყვილს მეორე ქალიშვილი სერაფინა შეეძინათ. 2012 წლის თებერვალში კი ოჯახს მესამე შვილი, ბიჭუნა სამუელი შეემტა.

1375218840_jennifer-garner-ben-affleck-640 (1)

7 კომენტარი to this post
  1. კარტერებისა და ბექჰემების ოჯახობები ყველაზე მეტად მომწონს :)

შენ რას იტყვი?