წლევანდელი “ოსკარის” დაჯილდოების შოუ ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და სანახაობრივი იყო. ეს ერთის მხრივ ამერიკელი ტელეწამყვანის ელენ დეჯენერისის დამსახურებაცაა. მისი იუმორის გრძნობა და ექსცენტრულობა ამერიკის კინოაკადემიის უმაღლესი ჯილდოს გადაცემის ცერემონიალის მიმართ საზოგადოების დიდი ინტერესის კიდევ ერთი მიზეზი გახდა.

შოუვუმენ ელენის მიერ გადაღებულმა “სელფშოთმა” ჰოლივუდის ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავებთან ერთად ყოველგვარი რეკორდი მოხსნა. ის სოციალურ ქსელ twitter-ზე გამოჩენიდან ორიოდ საათში რამდენიმე მილიონმა მომხმარებლმა მოიწონა და გააზიარა.

ელენის ექსცენტრულობა ამით არ დასრულებულა. მან დაჯილდოების ცერემონიალი უზარმაზარ პიცა-ფართიდ აქცია.

კითხვაზე “თუ ვის უნდოდა პიცა”, ვარსკვლავების უმრავლესობამ ხელი ასწია. რამდენიმე წუთში სცენაზე ელენთან ერთად გამოჩნდა ედგარი, ბიჭი პიცერიიდან. მან ტელეწამყვანთან ერთად დარბაზში პიცა ვარსკვლავებს ჩამოურიგა. მათ შორის ერთ-ერთი პირველი იყო ორსული კერი ვაშინგტონი, რომელიც სხვების მსგავსად გემრიელად შეექცეოდა პიცერია Big Mama’s & Papa’s-ს პიცას. სანაცვლოდ ელენმა რეპერ ფარელის ქუდით დარბაზში ჩამოიარა და 600$ შეაგროვა.

ელენი და ედგარი
ელენი და ედგარი
ბრედ პიტი, ჯულია რობერთსი, მერილ სტრიპი
ბრედ პიტი, ჯულია რობერთსი, მერილ სტრიპი
კევინ სპეისი
კევინ სპეისი
ჯარედ ლეტო
ჯარედ ლეტო
ორსული კერი ვაშინგტონი
ორსული კერი ვაშინგტონი
კევინ სპეისი
კევინ სპეისი

წამყვანზე არანაკლებ საინტერესო შოუ დადგა შარშანდელმა “ოსკაროსანმა” ჯენიფერ ლოურენსმა. გოგონა, რომელიც თავისი იუმორით, გარეგნობით და უკომპლექსობით გამოირჩევა, არც ამჯერად დარჩენილმა კადრს მიღმა. გასული წლის მსგავსად Dior-ის ულამაზეს კაბაში გამოწყობილი ჯენიფერი ამჯერადაც წაიქცა, ოღონდ წითელ ხალიჩაზე.

ცნობილია, რომ ჯენიფერი ძალიან მოსიყვარულე და თბილი ადამიანია და ეს კამერებმაც არაერთხელ დააფიქსირეს.

ის წელსაც იყო ნომინირებული ქალის მეორეხარისხოვანი როლის შესრულებისთვის, თუმცა ჯილდო ახალბედა ლუპიტა ნიონგოს დაუთმო, რომლისთვისაც ხუმრობით ჯილდოს წართმევას ცდილობდა, დაბნეული სახით გამოაცხადა საუკეთესო მსახიობი მამაკაცის ჯილდოს მფლობელი მეთიუ მაკკონაჰი და პაპარაცებს “ოსკარის” გრანდიოზული დეკორაციის უკან ემალებოდა.

ჯენიფერი და მისი შეყვარებული
ჯენიფერი და მისი შეყვარებული

დებიუტანტი და ჰოლივუდის ელიტურ საზოგადოებაში ახლახანს გამოჩენილი ლუპიტა ნიონგო ფოტორეპორტიორების ყურადღებას თავისი ბავშვური ქცევებით და Prada-ს უნაზესი კაბით იქცევდა. მან პირადად მიიღო მილოცვები ენ ჰეტევეისგან, ვუპი გოლდბერგისგან, შარლიზ ტერონისგან და სხვა წარმატებული ვარსკვლავებისგან.

ენ ჰეტევეი და ლუპიტა
ენ ჰეტევეი და ლუპიტა
შარლიზ ტერონი და ლუპიტა ნიონგო
შარლიზ ტერონი და ლუპიტა ნიონგო
მეთიუ მაკკონაჰი, ლუპიტა და ჯარედ ლეტო
მეთიუ მაკკონაჰი, ლუპიტა და ჯარედ ლეტო
ვუპი გოლდბერგის მილოცვა
ვუპი გოლდბერგის მილოცვა
ლაიზა მინელი და ლუპიტა
ლაიზა მინელი და ლუპიტა

დაჯილდოების ცერემონიალს ბევრი მოსიყვარულე წყვილი ესწრებოდა.

ბრედლი კუპერი თავის მეგობარ გოგონას – სიუკი ვოთერჰაუს ფოტოკამერების წინ რომანტიულად ეამბორა, ხოლო საუკეთესო საუნდთრეკის ნომინაციაში გამარჯვებული მომღერალი წყვილი რობერტ და კრისტენ ანდერსონ ლოპესები ვნებიანად კოცნიდნენ ერთმანეთს საოცნებო ჯილდოთი ხელში. ორსული ოლივია ვაილდის საქმრო საკუთარი მეორე ნახევრის მომხიბვლელობას საკუთარი სმარტფონით აფიქსირებდა.

ბრედლი კუპერი და მისი გელფრენდი
ბრედლი კუპერი და მისი გელფრენდი
რობერტ და კრისტენ ლოპესები
რობერტ და კრისტენ ლოპესები
ოლივია ვაილდი და მისი მეუღლე
ოლივია ვაილდი და მისი მეუღლე

მეთიუ მაკკონაჰი და მისი მეუღლე კამილა ალვესი კვლავაც ინარჩუნებენ ჰოლივუდში ერთ-ერთი მყარი და მოსიყვარულე ოჯახის მქონე წყვილი ტიტულს, ანჯელინა ჯოლის და ბრედ პიტის მსგავსად.

კამილა ალვესი და მეთიუ მაკკონაჰი
კამილა ალვესი და მეთიუ მაკკონაჰი

სერიალ “შერლოკის” ვარსკვლავის ბენედიქტ კამბერბაჩის ფოტობომბი ჯგუფ U2-ს მასობრივი ფოტოს გადაღებისას, სოციალურ ქსელებში ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ფოტოდ იქცა.

კიდევ იყო ბევრი სახალისო და უცნაური მომენტი, რომელიც ფოტოკამერებმა დააფიქსირეს და მათ შორის გამორჩეულებს ჩვენს ფოტოკოლაჟში იხილავ.

რობერტ დე ნირო და პენელოპა კრუსი
რობერტ დე ნირო და პენელოპა კრუსი
ემი ადამსს სურს მარტო დარჩეს ფოტოკამერებთან
ემი ადამსს სურს მარტო დარჩეს ფოტოკამერებთან
"12 წლიანი მონობის" ტრიუმფი და გახარებული ანჯელინა ჯოლი
ბრედ პიტი და ანჯელინა ჯოლი
ბრედ პიტი და ანჯელინა ჯოლი
შარლიზ ტერონი და ჯენიფერ ლოურენსი
შარლიზ ტერონი და ჯენიფერ ლოურენსი
გლენ კლოუზი და მერილ სტრიპი
გლენ კლოუზი და მერილ სტრიპი
ჯარედ ლეტო აქტიურად იყო დაკავებული ფოტოების გადაღებით
ჯარედ ლეტო აქტიურად იყო დაკავებული ფოტოების გადაღებით
ჯულია რობერთსი
ჯულია რობერთსი
კრისტენ ბელი
კრისტენ ბელი
ლეონარდო დიკაპრიო და კრისტოფერ ვოლცი
ლეონარდო დიკაპრიო და კრისტოფერ ვოლცი
მერილ სტრიპი ცეკვავს ფარელთან ერთად
მერილ სტრიპი ცეკვავს ფარელთან ერთად
ოთხივე ოსკაროსანი მსახიობი ერთად
ოთხივე ოსკაროსანი მსახიობი ერთად