Home Events

და აი, დადგა ის დიდებული დღე, როდესაც ფილმებზე მეტად საზოგადოების ინტერესს იწვევს თუ როგორი გამოწყობილები გამოცხადდებიან ვარსკვლავები წითელ ხალიჩაზე.

“ოსკარი” 2014 წინა დაჯილდოებების მსგავსად პომპეზური და მასშტაბური იყო. ვარსკვლავები ცნობილი დიზაინერების არაჩვეულებრივი საღამოს კაბებით იწონებდნენ თავს და ერთმანეთს ტოლს არ უდებდნენ.

მათ შორის იყვნენ გამორჩეულებიც, ძალიან ლამაზებიც, ცოტა უგემოვნოებიც, მაგრამ საერთო ჯამში, ეს იყო ულამაზესი საღამოს კაბების გამოფენა.

Oscars-2014-Dresses-Pictures

“ოსკარის” გამარჯვებული საუკეთესო მსახიობი ქეით ბლანშეტი Armani Privé-ის ხორცისფერი კაბით გამოცხადდა, ხოლო ქალის მეორე ხარისხოვანი როლის ნომინაციის ტრიუმფატორი ლუპიტა ნიონგო Prada-ს უნაზეს პიტნისფერ კაბაში იწონებდა თავს.

“ოსკარის” ნომინანტმა ემი ადამსმა და სანდრა ბულოკმა არჩევანი მუქი ლურჯი ფერის კაბებზე შეაჩერეს. ადამსი Gucci-ის სადა ლურჯ კაბაში, ხოლო ბულოკი Alexander McQueen-ის საღამოს კაბით პოზიორობდა ფოტორეპორტიორების წინაშე.

შარშანდელი “ოსკარის” დაჯილდოების და წითელი ხალიჩის ტრიუმფატორი ჯენიფერ ლოურენსი, ამჯერადაც შეუდარებელი იყო Dior-ის წითელ კაბაში.

ვარსკვლავების მიერ შერჩეულ სამოსში შავი და თეთრი ფერები დომინირებდა. მაგალითად, მერილ სტრიპმა, რომელიც “ოსკარების” ნომინაციით და ჯილდოების რაოდენობით რეკორდსმენია, არჩევანი Lanvin -ის შავ-თეთრ კაბაზე შეაჩერა.

Elie Saab-ის უნაზესი და ულამაზესი კაბები ეცვათ ანჯელინა ჯოლის და სალი ჰოუკინსს.

ანა კენდრიკმა კი უნიჭოდ და უგემოვნოდ სცადა ანჯელინას მიბაძვა თავისი შავი კაბით და წვივის დემონსტრაციით.

შენ როგორ შეაფასებდი წითელ ხალიჩას?

 

13 კომენტარი to this post
  1. აზრზე არ ვარ სალი ჰოუკინსი ვინაა, მაგრამ ყველაზე ცუდად ეგ გამოიყურება. მერილ სტრიპი და ჰულია რობერთსი სუბიექტურად შევაფასე და ყველაზე საყვარლები არიან. ნუ, ქეით ბლანშეთზე რომ ამბობდნენ ყველაზე მაგარი კაბა ეცვაო, რავი, მე არ გადავრეულვარ ) ემი ადამსი მომეწონა )

  2. ემი ადამსი როგორც ყოველთვის არაჩვეულებრივად გამოიყურებოდა, მომწონს ამ გოგოს სტილი.
    ცანცარა ჯენიფერ ლოურენსს კი ოდნავ მოძველებული სტილის კაბა ეცვა თუმცა უხდებოდა, ვერაფერს იტყვი.

  3. yvelaze daxvewili da yvelaze eleganturii emi adamsi yveeelaaazeeee ugemovnooooooebiii ana kendriki daaa keri vashingtonii parda acvia levedzimkit damagrebuli pu egre rogor unda mixvide witel xalichaze…..”es chemi azria”

  4. ქეით ბლანშეტი და ანჯელინა უნაზესი და ულამაზესები იყვნენ :)
    ელი სააბი უმაგრესი დიზაინერია <3

  5. სანდრა ბალოკს ეცვა ყველაზე კარგი კაბა. ჯენიფერ ლოურენსის კაბა საშინელებაა

შენ რას იტყვი?