უკვე მრავალი წელია საქართველოშიც კი, მოდურ და პოპულარულ კარგად ჩაცმულ ქალბატონებს ყავთ მიმბაძველები, რომელთაც საკუთარი სტილი არ გააჩნიათ და ცდილობენ ჩაიცვან ისე, როგორც მათ კუმირებს აცვიათ. მინდა მოგახსენოთ, რომ ჰოლივუდშიც საკმაოდ აქტუალური და მოდურია, ცნობილი და დაუვიწყარი ქალბატონების სტილის გათანამედროვება და გადაღება. მაშ ასე, ცნობილი ქალბატონები, კიდევ უფრო ცნობილი გამეორებული სამოსით.

1. მამაკაცების სამყარო

დაიან კიტონი და ანჯელინა ჯოლი ახდენენ დემონსტრირებას როგორ ჩაიცვა ისე, როგორც აცვიათ მამაკაცებს, და მაინც დარჩე მომხიბლავ ქალბატონად. დაიან კიტონი მამაკაცივით ჩაცმული, ოსკარების ცერემონიაზე 1976 წელს გამოცხადდა. ანჯელინა ჯოლიმ კი დოლჩე და გაბანას მიერ შექმნილი მსგავსი სამოსი 2011 წლის დაჯილდოების ცერემონიაზე მოირგო.

2. დახვეწილი ლედი

ქრის ლერმანმა ძალისხმევა არ დაიშურა, 1972 წელს საუკეთესოდ ჩაცმული წარდგენილიყო,როდესაც მისმა როლმა საუკეთესო მეორეხარისხოვანი მსახიობის ნომინაცია მოიგო.

ხოლო ჯენიფერ ანისტონმა კი, კიდევ ერთხელ 2006 წლის ცერემონიალზე როხასის ქმნილებით დაამტკიცა, რომ დიდებული შავი კაბა არასდროს გადადის მოდიდან.

3. მშვენიერი პრინცესა

გრეისი კელი (1955) და გვინეტ პელტროუ (1999) ლარფ ლოურენსის სამოსში იყვნენ წარმოდგენილნი საუკეთესო მსახიობი ქალის ნომინაციაზე. ამ კაბაში გამოწყობილებმა მოიგეს როგორც ნომინაცია, ასევე საუკეთესოდ ჩაცმული ქალბატონების ტიტული.

4. მშვენიერი დისკო

რაქელ ველხმა სექსუალური ფისუნიას როლი 1972 წლის ცერემონიალისთვის მოირგო. მისი გამომწვევი თეთრი კაბა, შუაში ღრმა ჭრილით და მეტალის ღია ფეხსაცმლით. შარლიზ ტერონმა 2006 წელს გაიმარჯვა საუკეთესო მსახიობი ქალის ნომინაციაში, მან გაიმეორა რაქელის დისკო გლამურული სტილი გუჩის მშვენიერი კაბის დახმარებით.

5. გერმანული სტილი

30-იანი წლების ეკრანის დედოფალი მარლენ დიტრიხი მშვენიერი წითელი კაბით ზედ მიმაგრებული ბოლეროთი, 1951 წლის ცერემონიაზე წარსდგა, ხოლო მისი სკანდალური თანამემამულე ჰაიდი კლუმი 2008 წელს ზუსტად დიტრიხისნაირ გალიანოსეული ვერსიის კაბაში იწონებდა თავს.

6. საოცარი მიმზიდველობა

ქერათმიანი ბომბშელ ელკე 1966 წელს ცერემონიაზე თავს იწონებდა კრემისფერ, კილიტებით გაწყობილი კაბით, რომელიც მისი სხეულის ქალურ ფორმებს ხაზს უსვამდა და მეტად ალამაზებდა,ისედაც მომხიბლავ ქალბატონს.

ჰოლი ბერიმ კი სამოსის დიზაინი განაახლა ვერსაჩეს დახმარებით და 2005 წელს წარსდგა ოსკარების ცერემონიალზე-რითაც საზოგადოების აღფრთოვანება გამოიწვია, მისი ფიგურის ხაზგასმული სექსუალობის გამო.

7. დახურული დიდებულება

გერმანელი მსახიობი ლუის რაინერი 1937 წელს, საზოგადოების წინაშე წინ ყელამდე დახურული,უკან კი წელამდე სრულიად მოშიშვლებული დიდებული კაბით წარსდგა.

ხოლო ჰილარი შვანკი 2005 წელს ოსკარის მისაღებად საუკეთესო მსახიობი ქალის ნომინაციაში ´´გოგონა მილიონ დოლარად´´ სცენაზე, მსგავსი კაბით ავიდა.

8. თანამედროვე პრინცესა

ყოველთვს მოდურმა და ელეგანტურმა სარა ჯესიკა პარკერმა განაახლა 50-იანების სტილი და დიორის სახლის დახმარებით 2009 წლის დაჯილდოების ცერემონიალზე ზღაპრული პრინცესას კაბით წარსდგა, გრძელი და დატალღული გაშლილი თმებით.

მსახიობი ჯეინ ვეიმანი(პირველი მისის როლანდ რეიგანი) 1953 წლის ცერემონიაზე -სრულყოფილი და დადახვეწილი სტილით, მოდური და კონსერვატიული სამკაულებით.