ოსკარის გამარჯვებული მსახიობები ჯენიფერ ლოურენსი და ენ ჰეთვეი
ოსკარის გამარჯვებული მსახიობები ჯენიფერ ლოურენსი და ენ ჰეთვეი

 

ოსკარის გამარჯვებული მსახიობები
ოსკარის გამარჯვებული მსახიობები

ოსკარის დაჯილდოების 85-ე ცერემონიალიც დამთავრდა. სანამ კრიტიკოსები დაიწყებენ განხილვას, ვის რამდენად დამსახურებულად ერგო ოსკარი, ვის უნდა გაემარჯვა და ვის არა, ვინ იყო ყველაზე კარგად და ვინ ყველაზე ცუდად ჩაცმული, შემოგთავაზებთ ცერემონიალის პატარა არცთუ ისე მნიშვნელოვან, მაგრამ საინტერესო მომენტებს.

წელს ნომინაციაში “საუკეთესო მსახიობი ქალი” ერთდროულად იყო წარდგენილი ყველაზე უფროსი და ყველაზე უმცროსი ქალბატონი ოსკარების ისტორიაში: 85 წლის ემანუელ რივა მიხაელ ჰანეკეს ფილმისთვის  ‘Amour’ და 9 წლის ქიუვენზან უოლისი ფილმისთვის ‘Beasts of Southern wild’. თუმცა, გამარჯვება არცერთს ერგო. აღსანიშნავია, რომ ემანუელ რივას ცერემონიალამდე ერთი დღით ადრე ჰქონდა დაბადების დღე.

ემანუელ რივა
ემანუელ რივა
Quvenzhané Wallis
Quvenzhané Wallis

“საუკეთესო მსახიობი ქალის” ტიტული მოიპოვა ჯენიფერ ლოურენსმა. მსახიობი 22 წლისაა და ამ ნომინაციაში ყველაზე ახალგაზრდა გამარჯვებულზე მარტო ერთი წლითაა უფროსი. (ყველაზე ახალგაზრდა გამარჯვებული Marlee Beth Matlin, ოსკარი აიღო 1986 წელს ფილმისთვის ‘Children of a Lesser God’). გარდა გამარჯვებისა ჯენიფერი კიდევ ერთი რამის გამო მოექცა ფოტოობიექტივების ყურადღების ცენტრში: მშიერი მსახიობი, რომელსაც მთელი დღე არაფერი ეჭამა (რაზეც ლოურენსმა წითელ ხალიჩაზე იხუმრა), სცენაზე ასვლისას წაიქცა.

ჯენიფერ ლოურენსის კაბამ საყოველთაო მოწონება დაიმსახურა
ჯენიფერ ლოურენსის კაბამ საყოველთაო მოწონება დაიმსახურა

ჯენიფერ ლოურენსი 10

 

ჯენიფერი უჩვეულო ჟესტით :დ
ჯენიფერი უჩვეულო ჟესტით

ჯენიფერ ლოურენსი8

ყურადღების ცენტრში მოექცა კრისტენ სტიუარტიც, რომელიც წითელ ხალიჩაზე ყავარჯნებით გამოცხადდა. როგორც აღმოჩნდა, მან რამდენიმე დღით ადრე ფეხი დაიზიანა. კრისტენს ჯენიფერ ლოურენსი დაეხმარა ყავარჯნების გარეშე გავლაში.

kristen

ჯენიფერი&კრისტენი

მიუხედავად იმისა, რომ ოსკარების დაჯილდოებაზე უამრავი ლამაზი წყვილი იყო, ჩემი ყველაზე დიდი სიმპატია დაიმსახურა ჩანინგ ტატუმმა თავის ცოლთან ერთად. ისინი პირდაპირ ბრწყინავდნენ სიყვარულით.

ჩანინგი2

chaning2

 

ის, რომ ყველაზე მთავარი პრიზი ერგო “არგოს” არავის გაუკვირდა. ყველაზე მოულოდნელი ოსკარის 85-ე დაჯილდოებაზე აშშ-ს პირველი ლედის მიშელ ობამას გამოჩენა იყო. მანც ჯეკ ნიკოლსონთან ერთად წარადგინა ნომინაცია “საუკეთესო ფილმი”.

არგოს რეჟისროი ბენ აფლეკი
არგოს რეჟისროი ბენ აფლეკი

მიშელ ობამა2