სულ მალე გაიმართება წლის კინომოვლენა, რომელსაც მთელი ჰოლივუდი სულმოუთქმელად ელის.სწორედ ოსკარის დაჯილდოების ცერემონიაზე იბადებიან ნამდვილი ვარსკვლავები და მათ მილიონიან ჰონორარებსაც პრემიების რაოდენობა განსაზღვრავს. ამჯერად წლის საუკეთესო მსახიობი ქალის ნომინაციაზე მოგიყვებით.

მაშ ასე, წარდგენილნი არიან:

მერილ სტრიპი

კინოფილმ “რკინის ლედი”-ში მარგარეტ ტეტჩერის როლის განსახიერებისთვის. მან ამ როლით უკვე დაიმსახურა ოქროს გლობუსი და ოსკარის მოპოვების შანსებიც დიდი აქვს დანარჩენ მონაწილეებთან შედარებით.

რონი მარა

სტიგ ლარსონის ბესტსლერ “ქალთმოძულე კაცების” კინოეკრანიზაციაში, “გოგონა დაკონის ტატუთი” მთავარი როლის, საზოგადოებისგან გარიყული და გონებაშეზღუდულად გამოცხადებული, უცნაური ლიზბეთ სანდლერის როლის შესრულებისთვის.

მიშელ ვილიამსი

სულ ახლახანს ეკრანებზე გამოსულ და უკვე გახმაურებულ ფილმში “ჩემი კვირა მერლინთან” მერლინ მონროს გმირის განსახიერებისთვის.

 

ვიოლა დევისი

წარდგენილია ოსკარის დაჯილდოების ცერემონიაზე ფილმ “მოსამსახურე”-ში განსახიერებული ერთ ერთი მთავარი როლისთვის.დრამა 60-იანი წლების სამხრეთ ამერიკაში ხდება და შავკანიან მოსამსახურეთა არცთუ ისე იოლ ცხოვრებას ასახავს.

გლენ ქლოუს

და გლენ ქლოუსი რომელიც წარდგენილია ფილმისთვის “ალბერტ ნობსი”, შესრულებული მთავარი როლისთვის. ფილმის მოქმედება ხდება 1898 წელს, დუბლინში.
მოკლედ თქვენ უკვე იცით, ვინ წარსდგება ამ ნომინაციაზე და იქნებ გამოვიცნოთ კიდეც ვინ წაიღებს პატარა ოსკარის ქანდაკებას სახლში??

თქვენი აზრით, ვინ წაიღებს ოსკარს სახლში?

  • მერილ სტრიპი (67%, 8 Votes)
  • რონი მარა (25%, 3 Votes)
  • მიშელ ვილიამსი (8%, 1 Votes)
  • ვიოლა დევისი (0%, 0 Votes)
  • გლენ ქლოუსი (0%, 0 Votes)

გამოკითხვას უპასუხა: 12 მომხმარებელმა

Loading ... Loading ...

 

ოსკარების დაჯილდოვების ნომინანტების სრული სია 2012 წლისთვის იხილეთ აქ: საბეჭდი ვერსია