ჩარლი შინი

ნამდვილი სახელი: კარლოს ირვინ ესტევეზ.

changed name

„ორნახევარი კაცი“-ს ვარსკვლავი, ჰოლივუდის „ხულიგანი“. მან შეიცვალა სახელი და გვარად კი აიღო მამის გვარი, შინი, მამამისიც იყო მსახიობი მარტინ შინი.

დემი მური

ნამდვილი სახელი: დემეტრია ჯინ გაინესი.

changed name

დემი ჯერ კიდევ დაბადებამდე მიატოვა მამამისმა და მან მამინაცვლის გვარი მიიღო ჯინ გაინესი.  1987 წელს ის ცოლად გაყვა ფრედი მურს და მიუხედავად იმისა, რომ ქორწინება ხანმოკლე აღმოჩნდა მან ქმრის გვარზე დარჩენა გადაწყვიტა. მაყურებელმა დემი მას შემდეგ დაიმახსოვრა, რაც ეკრანებზე გამოვიდა ფილმი „მოჩვენება“.

ჯემი ფოქსი

ნამდვილი სახელი: ერიკ მერლონ ბიშოპი.

changed name

ბავშვობიდან მას მუსიკალურ სასწავლებელში ატარებდნენ, თუმცა მას ფეხბურთი და მსახიობობაც აინტერესებდა. სახელი მან სხვა ცნობილი კომედიანტის რედ ფოქსის (REDD FOXX) საპატივსაცემოდ  აირჩია 1989 წელს როცა stand-up comedy-ში მონაწილეობდა. მან საყოველთაო პოპულარობა მოიპოვა, როცა ავტობიოგრაფიულ ფილმში „რეი“ შეასრულა რეი ჩარლზის როლი.

ქეთი პერი

ნამდვილი სახელი: ქეთრინ ელიზაბეთ ჰადსონი.

changed name

ის იზრდებოდა მღვდლის ოჯახში და ბავშვობიდან ეკლესიის გუნდში გალობდა. როდესაც მან გადაწყვიტა პოპულარული მომღერალი გამხდარიყო, თავისი სასცენო სახელად ქეთი ჰადსონი შეარჩია. შემდეგ კი დედის ქალიშვილობის გვარი პერი აიღო.

კერი გრანტი

ნამდვილი სახელი: არჩიბალ ლიჩი.

ჰოლივუდის ერთერთი უპოპულარულესი მსახიობი კაცი. ის ინგლისში დაიბადა და როდესაც 1942 წელს ამერიკის მოქალაქე გახდა, ოფიციალურად შეიცვალა სახელი კერი გრანტზე. სიმართლე რომ ვთქვათ თავისი ნამდვილი სახელი მართლაც შესაცვლელი იყო.

ვინ დიზელი

ნამდვილი სახელი: მარკ სინკლერ ვინსენტი.

changed name

საკმაოდ მომხიბლავი მსახიობი, რომელიც კარგად ასრულებს სახასიათო როლებს, იქნება ეს კომედია ძიძაზე თუ მძაფრსიუჟეტიანი ფილმი ჯაშუშზე. მისი სასცენო ფსევდონიმი საკმაოდ მოკლეა მისი სახელისაგან განსხვავებით. მან ეს სახელი მანჰეტენზე ერთ–ერთ ცნობილ კლუბში „გვირაბი“ მუშაობისას დაირქვა. ის ამბობს, რომ არ უნდა გაამჟღავნო ნამდვილი სახელი, როცა კლუბის დაცვაში მუშაობ. ამიტომ მას „ვინ“ ერქვა. ხოლო დიზელი მეგობრებმა შეარქვეს, მისი უშრეტი ენერგიის გამო.

მაილი საირუსი

ნამვილი სახელი: დესთინი ჰოუფ საირუსი.

changed name

ის არის ჰანა მონტანას ვარსკვლავი, რომელიც ამ ეტაპზე თინეიჯერებში საკმაოდ პოპულარულია. როცა პატარა იყო, მამამისი მას “Smiley Miley” -ს ეძახდა იმიტომ, რომ ის ყოველთვის ბედნიერი და მომღიმარი იყო. როდესაც ფსევდონიმი დასჭირდა, მან ბავშვობის მოფერებითი სახელი დაირქვა 2008 წელს.

ვუპი გოლდბერგი

ნამდვილი სახელი: კერინ ელაინ ჯონსონი.

changed name

ვუპის თავიდან უნდოდა, რომ სასცენო სახელად აერჩია ვუპი ბალიში – „whoopee cushion“, თუმცა, მან დედის რჩევა გაითვალისწინა, რომელმაც უთხრა, რომ ასეთი ფსევდონიმით მას არცერთი რეჟისორი სერიოზულად არ აღიქვამდა, საბოლოოდ მან დედის გვარი აირჩია.