იყო სუპერმოდელი, არც ისეთი ადვილია.

შენ მუდმივად გიწევს წონის შენარჩუნება, ფორმაში ყოფნა და ვარჯიში. მაგრამ ხანდახან ლამაზმანი მოდელები თავს გამონაკლისის უფლებასაც აძლევენ.

HAUTE MUSE-სათვის მიცემულ ინტერვიუში მირანდა საუბრობს  ფიგურაზე, ოჯახზე და საკუთარ თავზე.  ის აღიარებს, რომ  ხანდახან თავს ნებას აძლევს მიირთვას შოკოლადი და ფრანგულად შემწვარი კარტოფილი.

მირანდამ “Haute Muse” ჟურანალს განუცხადა:

ხანადახან შეიძლება გამონაკლისის დაშვება. დიახ, მე მივირთმევ შავ შოკოლადს და შემწვარ კარტოფილსაც.

ოჯახზე საუბრისას ავსტრალიელმა მოდელმა გაიხსენა, რომ სანამ ის და მისი მეუღლე, მსახიობი ორლანდო ბლუმი ერთად დაიწყებდნენ ცხოვრებას,  ექვსი თვის განმავლობაში მეგობრები იყვნენ.

ჩვენ ვმეგობრობდით ექვსი თვის მანძილზე, ეს საკმაოდ სასიამოვნო გზა იყო ურთიერთობის გასაღრმავებლად. ასე რომ, ჩვენი რომანი მეგობრობიდან დაიწყო.

მირანდამ ასევე ისაუბრა იმაზე, იყო თუ არა ადვილი მშობიარობის შემდეგ ჩვეულ ფორმაში ჩადგომა:

ფორმაში ჩადგომა საკმაოდ რთული პროცესი აღმოჩნდა. ეს ძირითადად იოგას და ჯანმრთელი კვების დამსახურებაა და მე ვამაყობ ჩემი ფორმებით.

ალბათ დამეთანხმები, რომ ავსტრალიელი მოდელი არაჩვეულებრივად გამოიყურება გარეკანზეც და  ფოტოსესიების დროსაც.