2013 წლის ოქრის გლობუსის საზეიმო დაჯილდოების და გამარჯვებულების შესახებ ჩვენ უკვე შემოგთავაზეთ მიმოხილვითი სტატია. ახლა წარმოგიდგენთ ცერემონიაზე მისული მამაკაცების ჩაცმულობებს წითელ ხალიჩაზე.

ჰიუ ჯეკმანი

Screen Shot 2013-01-15 at 5.21.25 PM

ოქროს გლობუსის მფლობელი ნომინაციაში “საუკეთესო მამაკაცი მსახიობი მიუზიკლში ან კომედიაში” ცერემონიაზე თავს ლუი ვიტონის სამოსში იწონებდა.

ლეონარდო დიკაპრიო

 

Screen Shot 2013-01-15 at 5.26.48 PM

ლეონარდო დიკაპრიომ წითელი ხალიჩისთვის ტომ ფორდის დახვეწილი, კლასიკური  სმოკინგი აირჩია.

ჯორჯ კლუნი და სტეისი კიბლერი

Screen Shot 2013-01-15 at 5.30.20 PM

51 წლის მსახიობი წითელ ხალიჩაზე მეგობარ გოგონასთან, სტეისი კიბლერთან ერთად წარსდგა.

რობერტ პატინსონი

Screen Shot 2013-01-15 at 5.33.53 PM

თინეიჯერების გულთამპყრობელი წითელ ხალიჩაზე ჩვეულ ფორმაში, Gucci-ს კოსტიუმში გამოწყობილი წარსდგა. მიუხედავად იმისა, რომ მსახიობი ცერემონიაზე კომპანიონის გარეშე იყო, ცერემონიის შემდეგ გამართულწვეულებაზე მას კრისტენ სტიუარტიც შეუერთდა, რომელიც პუბლიკის გასაოცრად, “ჯინსებითა” და ქუდით გამოცხადდა.

ბენ აფლეკი

Screen Shot 2013-01-15 at 5.36.05 PM

საღამოს ვარსკვლავი, ნომინაციაში “საუკეთესო რეჟისორი” გამარჯვებული მამაკაცებს შორის განსაკუთრებით გამოირჩეოდა. მისმა ფილმმა “არგო” ჯილდო “საუკეთესო დრამისთვის” დაიმსახურა. ბენი წითელ ხალიჩაზე Gucci-ს მუქი ლურჯი სმოკინგით წარსდგა.

აარონ პაული

Screen Shot 2013-01-15 at 5.38.32 PM

მიუხედავად იმისა, რომ სახლში ხელცარიელი დაბრუნდა, Pink-ის გოგონებს ძალიან მოგვწონს მისი Burberry-ს სმოკინგი.

რობერტ დაუნი ჯუნიორი

Screen Shot 2013-01-15 at 5.41.56 PM

Armani-ში გამოწყობილი რკინის კაცი იდეალურად გამოიყურებოდა წითელ ხალიჩაზე.

ბრედლი კუპერი

Screen Shot 2013-01-15 at 5.44.12 PM

კიდევ ერთი ლამაზად ჩაცმული სიმპათიური ვარსკვლავი. მსახიობი ტომ ფორდის ეკო-მეგობრული შავი სმოკინგით წარსდგა წითელ ხალიჩაზე.

დენიელ კრეიგი

Screen Shot 2013-01-15 at 5.45.55 PM

ჯეიმს ბონდი რეიჩელ ვაისთან ერთად. კრეიგი ტომ ფორდით იყო წარმოდგენილი. ტომ ფორდის გემოვნებიანი სამოსი ოქროს გლობუსის დაჯილდოების ცერემონიალზე საკმაოდ პოპულარული იყო საუკეთესოდ ჩაცმულ მამაკაცთა შორის. Pink-ელებს ძალიან მოგვწონს ტომ ფორდის კლასიკური, დახვეწილი მამაკაცი.