ჰოლივუდის ვარსკვლავები უმაკიაჟოდ… რატომღაც, ეს ფრაზა უფრო უარყოფითთან ასოცირდება ხოლმე.  ამ პოსტში წარმოდგენილი ყველა არა, მაგრამ რამდენიმე ფოტო ამ აზრს ნამდვილად შეგაცვლევინებს.

ჰაიდი კლუმი

heidi-klum

ჰაიდი სუპერმოდელიდან ბუნებრივ დედად გადაიქცა. გერმანელი ლამაზმანი უმაკიაჟოდ 2013 წლის 17 აპრილს დააფიქსირეს. მაკიაჟზე დროის დაკარგვის ნაცვლად ჰაიდი დროს ოჯახთან ერთად ატარებდა.

დემი ლოვატო

demi-lovato

დემიმ ეს უმაკიაჟო ფოტო თავადვე გამოაქვეყნა და თან ქალებს მაკიაჟის მოცილების, საკუთარი თავის რწმენისა და სიყვარულისაკენ მოუწონა.

ლოვატოოო

ასე გააგრძელე დემი.

უმა თურმანი

uma-thurman

მიუხედავად იმისა, რომ უმას პატარაც ჰყავს და მისი კარიერაც ჰოლივუდის ყურადღების ცენტრშია, ეს ამბავი სულაც არ ახდენს დიდ გავლენას მის სილამაზეზე. უმაკიაჟოდ უმა 2013 წლის 25 თებერვალს დააფიქსირეს.

Beyonce

beyonce-knowles

ბიონსე არ გვიღიმის, მაგრამ შენც შენიშნავდი, რომ უმაკიაჟოდაც ისეთივე მშვენიერია, როგორც მაკიაჟით. უმაკიაჟოდ ბიონსე სუპერთასის რეპეტიციაზე შენიშნეს  2013 წლის 24 იანვარს ახალ ორლეანში.

ქეთი პერი

katy-perry

უმაკიაჟოდ ქეთი უბრალო კალიფორნიელ გოგონას ჰგავს. მომღერალი პაპარაცებმა საშობაო არადეგების დროს დააფიქსირეს ჰავაიში, სადაც ის თავის ბოიფრენდ ჯონ მაიერთან ერთად იმყოფებოდა. საზოგადოება შეჩვეულია მომღერალისგან ეპატაჟურ და კლასიკურ სამოსს, ამ ფოტოზე კი გაგიჭირდებათ იმის გარკვევა, რა აცვია ქეთის. იქნებ, პიჟამა?

ჯესიკა სიმპსონი

jessica-simpson

ჯესიკას ნამდვილად არაფერი აქვს სადარდებელი და მშვენივრადაც გამოიყურება უმაკიაჟოდ. მას შემდეგ, რაც განაცხადა, რომ მეორე ბავშვს ელის, მომღერალმა ეს ფოტო გამოაქვეყნა, სადაც მისი თვალისმომჭრელი ღიმილი და სახის ფერი ძნელია, ვერ შენიშნო. ფოტო ჰავაური არდადეგების დროსაა გადაღებული. ფოტო ჯესიკამ თვითერზე გამოაქვეყნა და თაყვანისმცემლების მოწონებაც დაიმსახურა.

ჯესიკა ბელი

jessica-biel

წითელ ხალიჩაზეც კი ჯესიკა ცდილობს, მინიმალური მაკიაჟით წარსდგეს. უმაკიაჟო ფოტო გასული წლის ოქტომბერშია გადაღებული, როცა მისის თემბერლეიკი შოპინგით იყო დაკავებული. ვერაფერს იტყვი, ჯესიკა მაკიაჟის გარეშეც მშვენივრად გამოიყურება.

მილა იოვოვიჩი

milla-jovovich

მილა ნამდვილად იმ ქალების რიცხვს ეკუთვნის, რომლებიც უმაკიაჟოდ გაცილებით უკეთესად გამოიყურებიან, ვიდრე მაკიაჟით. 36 წლის ვარსკვლავის შეუდარებელი სახის კანი პაპარაცებმა ლოს-ანჯელესში გასული წლის 25 სექტემბერს დააფიქსირეს. მილას წითელი ხალიჩის მაკიჟსაც ვერ დაუწუნებ, ის ყოველთვის მშვენივრად გამოიყურება.

ტაირა ბენქსი

tyra-banks

თავად შეაფასეთ ტაირას უმაკიაჟო ფოტო, რომელიც 2012 წლის 12 სექტემბერსაა გადაღებული ვარჯიშსას.

კეიტი ჰოლმსი

katie-holmes

კეიტის ბუნებრივ მაკიაჟს ყველანი შეჩვეულნი ვართ, თუმცა უმაკიაჟო სახისა და წაბლისფერი თმის კომბინაცია, როგორც ხედავთ, არცთუ ლამაზად გამოიყურება. თუმცა, იქნებ სტრესის ბრალია? უმაკიაჟო ფოტო ხომ ტომ კრუზთან გაყრამდე რამდენიმე კვირით ადრეა გადაღებული.

შერონ სტოუნი

sharon-stone

შერონი ბოლოს და ბოლოს ნამდვილი ასაკის ჩვენებასაც იწყებს. პაპარაცებმა 54 წლის ვარსკვლავი მეგობრებთან სადილის დროს დააფიქსირეს ლოს-ანჯელესში.

Rihanna

rihanna

ამ ფოტოებს კომენტარი ნამდვილად არ სჭირდება. შემდეგი.

ლეიტონ მისტერი

leighton-meester

ლეიტონის უმაკიაჟო სახის კანი ნამდვილად კარგი საჭირაო საბაბია ჰოლივუდისათვის.

ჯენიფერ ლოურენსი

jennifer-lawrence

ამბობენ, რომ დატვირთულმა სამუშაო გრაფიკმა ჯენი ძალიან დაღალა…

კლერ დეინსი

claire-danes

ნუ გაგვიღიმებ, კლერ. რაც მთავარია, შენი სახე უმაკიაჟოდაც მშვენიერია.

ელ მაკფერსონი

elle-macpherson
თავად შეაფასეთ. მგონი არცთუ ცუდად გამოიყურება, არა?

თინა ფეი

tina-fey

თინა მძიმე მაკიაჟს საერთდ არ ატარებს, თუმცა ეს ორი ფოტო ნამდვილად მოწმობს მის ბუნებრივ სილამაზეზე.

რომელი ვარსკვლავი გამოიყურება ყველაზე კარგად უმაკიაჟოდ?

View Results

Loading ... Loading ...