პირადად მე ლინდსის საწინააღმდეგო არასოდეს არაფერ მქონია. მაგრამ ჰოლივუდის ყვითელი ფურცლები აჭრელებულია ლინდის ახალი სტილით. ეს მყვირალა სათაურიც სწორედ მათ შეარჩიეს.

ლინდსი საზოგადოების წინაშე განსხვავებული იმიჯით (?) წარსდგა. ყვითელი პრესა წერს, რომ ის დონატელა ვერსაჩეს ეჯიბრება. დომინგოს ხელოვნების შოუზე ის ბევერლი ჰილსში 26 თებერვალს შეშუპებული სახით გამოცხადდა. ეცვა ბეწვის შავი პალტო, შავი ლეგინსები, მაღალყელიანი შავი ჩექმები. ასე მთლიანად ჩაშავებულს მხოლოდ ღია სალათისფერი ჩანთა და ქერა პლატინისფერი თმა ამშვენებდა.

დაიწერა რომ ამ იმიჯით ის 50 და ცოტა ზევით ასაკის დიასახლისს გავს, რომელიც სასოწარკვეთილი ცდილობს 25 წლის მსახიობს დაემსგავსოს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ის უფრო ოჯახის დიასახლისს გავს რომელიც ყოველდღიურობაშია ჩართრეული.

თუ კარგად დავაკვირდებით მის სახეს, ცვლილება აშკარად თვალში საცემია, სახე შესიებული და შეშუპებულია. არა მგონია ეს მხოლოდ წონის მომატების პრობლემა იყოს. შეიძლება რაიმე ოპერაციის გვერდითი მოვლენაა. ეჭვი რომ არ შეგვეპაროს, აი, რამდენიმე სურათი, თუ როგორი იყო ლინდსი: