ლორენ კონრადის ჩაცმის სტილი უკვე შვიდი წელია, 2004 წელს mtv-ის დაჯილდოების ცერემონიალზე გამოჩენიდან დღემდე ჩვენს თვალწინ იხვეწება. მოდი გავიგოთ თუ რაში მდგომარეობს მისი საუცხოო ქალური სტილის საიდუმლო. რა “ხრიკებს” მიმართავს კონრადი იმისთვის, რომ ყოველთვის შესანიშნავად გამოიყურებოდეს.

აქ არის 10 საუკეთესო რჩევა, რომელთა გათვალისწინებაც არ გაწყენს.

1. სრულყოფილი თვალის ლაინერი

ლორენ კონრადი იშვიათად ჩნდება საზოგადოებაში თვალის ლაინერის გარეშე. თუ შენ სრულყოფილი კატის თვალის ეფექტის მიღება გინდა, არ დაივიწყო ლაინერი.

მიიყვანე თვალის ლაინერის ხაზი თვალის გარე კუთხეებამდე, რომელიც უფრო ხსნის თვალს და მას მეტ მოცულობას სძენს.

2. ატარე ქამარი

კონრადს უყვას ხაზის გასმა თავის ფიგურისთვის, ამისთვის კი საუკეთესო საშუალებაა ბელტის შემოჭერა. ის ქამრებს მეტწილად კაბაზე იყენებს.

3. განასხვავე შენი ნაწნავი

კონრადის სტილის ხელმოწერა მისი ნაწნავებია. აიღეთ მაგალითი მისგან და გაიკეთეთ სხვადასხვა ტიპის ნაწნავები, რომელიც თქვენს სტილს მოერგება.

 4. მოტკეცილი შარვალი+გრძელი ზედა= სრულყოფილი კომბინაცია

ტანზე მომდგარი შარვალი და გრძელი ტოპი არის შესნიშნავი თანაფარდობა, რომელიც აბალანსებს სხეულის ფორმებს. ტყავის შარვალი ან მუქის ფერის ნაჭრის შარვალი, მშვენივრად წარმოაჩენს ქალის სილუეტს.

5. შორტები

კონრადს უყვარს შორტების ჩაცმა, ის მისი გარდერობის ნაწილია. მოკლე შორტებში ის კარგად ახერხებს ფეხების დემონსტრირებას.

6. პიჯაკი

პიჯაკი მშვენიერი არჩევნია კლასიკური სტილში, ის შეიძლება იყო ბლეიზერი ან სადა და კლასიკური, მაგრამ მთავრია არ იყოს ზედმეტად მკაცრი და მამაკაცური.

7. მინიმლისტური ჩანთები

ამ წელს ძალიან მოდურია კარამელის ფერი ჩანთები, ის ნებისმიერ სახის ჩაცმულობს კარგად ეხამება.