კიმ კარდაშიანი, რომელიც სატელევიზიო არხის E! (Entertainment television) რეალითი შოუს წყალობით გახდა ცნობილი, 2011 წლის 20 ივნისს დაქორწინდა NBA-ის კალათბურთელ კრის ჰამფრისზე, რომელიც New Jersey Nets-ში ატარებს მიმდინარე სეზონს.

წყვილი ოფიციალურად 2010 წლის ოქტომბრიდან იყო ერთად, ხოლო მაისში დაინიშნენ.  ქორწილი კალიფორნიის შტატ მონტესიტოში გაიმართა. ცნობილია, რომ ცერემონია 20 მილიონ ამერიკულ დოლარამდე დაჯდა. პატარძალს კი ვერა ვანგის სამი სხვადასხვა კაბა ემოსა.

გასულ კვირას პაპარაცებმა დააფიქსირეს სცენა ავტომობილში, თუ როგორ კამათობს წყვილი. რამდენიმე დღის წინ კი გავრცელდა ცნობა, რომ ქალბატონმა მეუღლეს 3 თვესაც ვერ გაუძლო და 31 ოქტომბერს მიმართა სასამართლოს სარჩელით განქორწინების თაობაზე. მიზეზად კი მოუგვარებელი შეუთავსებლობა დაასახელა.

ამ ამბავთან დაკავშირებით, გავრცელდა ცნობა, რომ ყველაფერი დადგმული სპექტაკლი გახლდათ კარდაშიანის ბრენდის სარეკლამოდ.

თუმცა, კიმმა სასამართლოს მიმართა არა ქორწინების გაბათილების, არამედ, განქორწინების მოთხოვნით. ვარსკვლავმა დისკოს დედოფალი, ლაურა ვასერი დაიქირავა, რომელიც მონაწილეობდა ბრიტნი სპირსის, ანჯელინა ჯოლის, რაიან რეინოლდსის და რობინ გიბსონის (მელ გიბსონის თითქმის ყოფილი ცოლის) სასამართლო პროცესებში.


კიმის მოთხოვნით ორივემ თავდადვე უნდა გადაიხადოს პროცესთანდ აკავშირებული თანხები, ამასთან კრისი ვერ მიიღებს ვერაფერს ყოფილი ცოლის ქონებიდან. თაფლობის თვემ დასრულებაც ვერ მოასწრო, ხოლო სიძემ – გაოცება, ისე გადასცეს განქორწინების შესახებ სარჩელი. კიმმა ამის შესახებ იზრუნა წინა-საქორწინო შეთანხმების გაფორმებისას.

დასანანია მხოლოდ ის, რომ ამდენი თანხა იქნა გადაყრილი ქორწილისათვის, რომელმაც მხოლოდ 2 თვეს გასტანა. თუმცა, აღსანიშნავია, რომ მათი ერთად ყოფნის პერიოდში წყვილის მიერ გამომუშავებული თანხა დღეში დაახლოებით $150,000- ზე მეტს შეადგენდა და შესაბამისად, არცერთი დარჩენილა ფინანსურ ზარალში.