ქეთა თოფურიამ საკუთარ ქორწილზე მოკლე თეთრი კაბით და ლეოპარდის პრინტიანი კედებით ყველა განაცვიფრა.

original (3)

“დიდ რუსეთში” მოღვაწე ქართველი მომღერლის ჩაცმის სტილს მასპინძლები ეპატაჟურად და ექსტრავაგანტურად თვლიან. რატომაც არა?! გარშემო არ არიან ნათესავები, ახლობლები, მეგობრები. არავინ განსჯის, შესაბამისად, ექსპერიმენტების სატარებლად შესანიშნავი გარემოა. შეუძლია აკეთოს ყველაფერი, მასპინძლები აპატიებენ და იტყვიან: უცხოელია, რას მოჰკითხავ?!

ქეთა ჯერ ახალგაზრდაა, ოცდაათისაც არ არის, შედეგების შეჯამება ადრეა, თუმცა სტილის და გემოვნების გამოცდა უკვე ჩაბარებული აქვს.

გაგიჟება ქართულად

ქეთა თოფურია

ამ მწვანე კაბას შეგვიძლია “პასუხი ლედი გაგას” დავარქვათ. კიდევ ერთი ნიმუში სერიიდან “გაგიჟება ქართულად”. განსაკუთრებით, მაღალი ქუდი და შუბლზე შეჭრილი თმაა აღსანიშნავი. შიდა მოკლე კაბა და მაღალყელიანი ჩექმები ზევიდან გრძელი ქვედაბოლოთია დაფარული, რის გამოც ჩაცმულობა ვულგარულობის ეფექტს კარგავს.

პროვოკაციის ზღვარზე

original

ამ შემთხვევაში მომღერლის სასცენო კოსტიუმი პროვოკაციის ზღვარზეა. ზედა ნაწილი საკმაოდ ვულგარულია, მაგრამ ქეთამ ქუსლიანი ფეხსაცმლის ნაცვლად სპორტული კედები აირჩია, რითაც თამამი დეკოლტე დააბალანსა. დეკოლტე კი ნამდვილად ეფექტურია!

შავი გედი

original (1)

შავი ბუმბულების შარავანდი შავ გედს გვაგონებს მოსახელე ფილმიდან. ძალიან თამამ დეკოლტეს ნაზი ყვითელი ფერის, მამაკაცური კოსტიუმი აწონასწორებს. სხეული ზომიერად გაშიშვლებულია. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ქეთა ესტრადის მომღერალია და მას სცენისთვის ისეთი თამამი სამოსის არჩევა შეუძლია, რომელიც რეალურ ცხოვრებაში ვულგარული და მიუღებელია.

დაუვიწყარი პატარძალი

ქეთა თოფურია ქორწილი

ქეთასა და ბიზნესმენ ლევ გეიჰმანის ქორწილზე ხუთასმა ადამიანმა მოიყარა თავი. უმეტესობა შოუბიზნესის წარმომადგენლები და ცნობილი ადამიანები იყვნენ. ამბობენ, ქეთას მეუღლე არამარტო ფინანსურად შეძლებული, არამედ ინტელექტუალიც გახლავს. იგი დაინტერესებულია ხელოვნების იშვიათი ნიმუშებით, რამაც შესაძლოა ქეთას გემოვნებაზეც იქონიოს გავლენა. ქორწინების რეგისტრაციის შემდეგ პატარძალმა ტანსაცმელი გამოიცვალა და სტუმრების წინაშე დრაპირებით და ძვირფასი ქვებით გაფორმებული გრძელი კაბით წარსდგა.

5afed435d04fec2590ce7d0c07238_prepared_18e30c564d213055677e83d4f35d3b1b

კლეოპატრა

ქეთა თოფურია

მოკლე შიდა და გრძელი გარე კაბა ქეთას ფავორიტი ჩაცმულობაა. ეგვიპტურ სტილში შესრულებული კაბა ნაკლებად ექსტრავაგანტურია, მაგრამ ბანალურსაც ვერ დავაქმევთ ბისერით ნაქარგ გაფორმებას.

რაბინის შლაპა

original (9)

პირველად ეს თემა ექვსი წლის წინ ჟან-პოლ გოტიემ შემოგვთავაზა და ებრაულ ნაციონალურ კოსტიუმს მიუძღვნა. მაშინ დიზაინერი ყველას სთავაზობდა ებრაულ შლაპებს და კიკინებს. ქეთამაც იგივე აირჩია.

ვარსკვლავური ომები

original (5)

საშინელებაა მომღერალი იუმორის გრძნობის გარეშე. ასეთებს სცენაზე გამოსვლისას სახეზე აწერიათ: “ყველაზე კარგი და ლამაზი ვარ, ჩემს ფეხებთან დაემხეთ!” სცენაზე მოღვაწე ადამიანებს სარკაზმის და ხუმრობის ელემენტები უნდა ჰქონდეთ. მაგალითად, როგორც ქეთას უცხოპლანეტელის კოსტიუმში კორსაჟით და ფარფლებიანი ბოლოთი.

ოდრი ჰეპბერნი სექს-შოპიდან

original (7)

კიდევ ერთი სასცენო კოსტიუმი. მის საკმაოდ თამამ ტყავის ზედა ნაწილს აწონასწორებს მოცულობითი გრძელი ბოლო, რომელიც ოდრი ჰეპბერნის “რომაულ არდადეგებს” გვაგონებს.

თავსაბურავების მოტრფიალე

ქეთა ხშირად იყენებს ტყავის აბადოკებს, თავსაბურავებს, სხვადასხვა ფორმის ქუდებს და ამ ხერხით კოსტიუმს დასრულებულ სახეს აძლევს.

რაც მთავარია, ქეთას თითოეული კოსტიუმი გონივრულადაა მოფიქრებული და დაგეგმილი. არ ვიცით, ვინ ზრუნავს ამ ყველაფერზე: ქართველები, რუსები თუ სხვა ქვეყნების წარმომადგენლები, მაგრამ მისი სამოსის უმეტესობა დაკვეთითაა შექმნილი. ქეთა არ ყიდულობს ბანალურ ნივთებს ცნობილი ბრენდებისგან, ამიტომ ყოველთვის ორიგინალურად და საინტერესოდ გამოიყურება.