Keira-Knightley-Chanel200313

როგორც ყოველთვის Coco Chanel – ი  ექსკლუზიურობით და ორიგინალობით გამოირჩევა.   8 მაისს სინგაპურში გამართულ საკრუიზო ჩვენებაზე, კარლ ლაგერფელდმა  შავ – თეთრი მოკლემეტრაჟიანი ფილმი, “Once Upon a Time” წარმოგვიდგინა. ფილმი მიეძღვნა Chanel – ის პირველი მაღაზიის  100 წლის იუბილეს. ფილმში ნაჩვენებია ახალგაზრდა გაბრიელ შანელის, მოდის სამყაროში დამკვიდრების პერიოდი.

Cruise 2013/14 CHANEL

 

18 წუთიან ფილმში მთავარი როლი კირა ნაითლიმ შეასრულა. ასევე ფიგურირებენ მსახიობები Clotilde Hesme, Lindsey Wixom, Jamie Bochert, Baptiste Ciabiconi, Sebastien Jondeau, Jake Davis, Brad Koenig – ი მის შვილთან, Hudson – თან ერთად. ხოლო მრავალრიცხოვანი კლიენტების როლს ირგებენ Stella Tennant, caroline de Maigret, Ledy Amanda Harlech – ი და მისი შვილი Tallulah. ასევე ნახავთ Lady Gaga – საც, რომელიც როგორც ყოველთვის ექსტრავაგანტული ჩაცმულობით აოცებს ირგვლივ მყოფთ.

იხილეთ თუ როგორი იყო Coco Chanel – ი 100 წლის წინ.

Once Upon A Time