30 დეკემბერს “Teenage Dream”-ის ავტორის, ქეითი პერის მეუღლემ, რასელ ბრენდმა პრესასთან განაცხადა, რომ იგი განქორწინდა.

საწყის ეტაპზე ახალგაზრდა წყვილი ერთმანეთით აღფრთოვანებული იყო, ისინი ერთად ჩნდებოდნენ სხვადასხვა დაჯილდოვებასა, თუ საზოგადოებრივ ადგილებზე, თუმცა მათი თაფლობისთვე ძალიან სწრაფადვე მიუახლოვდა დასასრულს.

როგორც  Taaz.com-ი გვაუწყებს, წყვილის განქორწინების მიზეზი შემდეგი ყოფილა: თურმე 35 წლის მსახიობი რასელ ბრენდი ზედმეტად საკუთარი სახლ-კარის მოყვარულია და სრულ იდილიას სწორედ შინ გრძნობს. სუპერ პოპულარული ვარსკვლავი ქეითი პერი კი პირიქით, ბობოქარი და კლუბური ცხოვრების მიმდევარია, ერთი სიტყვით მათი ცხოვრების წესის შედეგად ისინი ერთად ბევრ დროს ვეღარ ატარებდნენ და სწორედ მაშინ გაჩნდა მათ ურთიერთობაში ბზარი, რომელიც საბოლოოდ განქორწინებით დასრულდა.

ახალგაზრდა წყვილის ირგვლივ ყველა გაოცებულია, რადგან ქეითის და რასელის იდილია სულ რაღაც 14 თვეში დაინგრა.