ვინ წარმოიდგენდა რომ ბრენდ “მოლტონ ბრაუნის” არქივში მოიძებნებოდა მანამდე შეუმჩნეველი, ნორჩი ქეით მოსის ფოტოები. ადრეული 90-იანების ამ ფოტოებზე მოდელი თმის მოვლის საშუალებებს უწევს რეკლამას. ბრენდი, რომლის პროდუქტსაც იმ დროს ჯერ კიდევ ნაკლებად პოპულარულმა ქეითმა რეკლამირება გაუწია, წელს დაარსებიდან 40 წლისთავს ზეიმობს. “მოლტონ ბრაუნი” თავდაპირველად თმის სალონს წარმოადგენდა. ბრენდმა წარმატებას 70-იანებში მიაღწია. ამჟამად “მოლტონ ბრაუნის” პროდუქცია 70-ზე მეტ ქვეყანაში იყიდება და მოიცავს კანის, ტანის, თმის, მამაკაცის მოვლის საშუალებებს.

Kate-Moss-Molton-Brown

Kate-Moss-Molton-Brown

Kate-Moss-Molton-Brown01-Vogue

ქეით მოსმა სახელი 90-იან წლებში გაითქვა. გამხდარი და მცირე ზომის ფიგურით  ის ერთგვარად “ანტისუპერმოდელი” გახდა. იმ დროის პოპულარული მოდელები: სინდი კროუფორდი, კლაუდია შიფერი, ნაომი კემპბელი, ელ მაკფერსონი ქეითისგან განსხვავებით გამოირჩეოდნენ სრული ფორმებითა და სიმაღლით. მან ახალი – გამხდარი მოზარდი მოდელების ეპოქა შემოიტანა მოდის სფეროში და 90-იანების შუაწლებში პოდიუმებზე მოდელთა ასაკი არ აღემატებოდა 16 წელს.

გარდა წარმატებული კარიერისა, ქეით მოსმა საზოგადოების ყურადღება მიიპყრო ხმაურიანი პირადი ცხოვერბით, წვეულებების სიყვარულითა და ნარკოტიკების მოხმარებით. დღესდღეობით მოდელი ყველაზე ძვირადღირებული მოდელია და გააჩნია ტანისამოსის საკუთარი ხაზი, გარდა ამისა ჩართულია მუსიკალურ პროექტებში.

რაც შეეხება მის პირად ცხოვრებას: ჰყავს 11 წლის ქალიშვილი – ლილა გრეის მოს ჰეკი.

ქეითი ერთ დროს ხვდებოდა (1994-1998) მსახიობ ჯონი დეპს, მას ასევე ჰქონდა რომანი ჯგუფ Libertines-ის ვოკალისტსა და გიტარისტ პიტ დოერტისთან. მოდელს მის კონცერტებშიც მიუღია მონაწილეობა. 2007-ში ისინი დაშორდნენ. 2008 წელს ქეით მოსი ხვდება Kills-ის გიტარისტს ჯეიმი ჰინსს, 2011-ში კი ისინი ქორწინდებიან.

lila moss