რუსი ტოპ მოდელი, ვიქტორია სიქრეტის ერთ-ერთი მოდელი და პორტუგალიელი ფეხბურთელის საცოლე, გერმანული კოსმეტიკური ფირმისთვის De Capuccini სარეკლამო კამპანის ფარგლებში გაშიშვლდა. ის არ ერიდება გახდას, როცა საქმე მის უზადო ფიგურას ეხება და თამამად პოზირებს ფოტოგრაფების წინაშე.

გარდა ამისა, მან ინტერვიუ მისცა ცნობილ ჟურნალს  GQ.

რა არის მისი საყვარელი საქმიანობა?

“მიყვარს შოპინგებზე სიარული, მაგრამ ამის გაკეთება მარტო მირჩევნია. დიდი დრო მჭირდება და ყველას სადღაც ეჩქარება, ამიტომ მარტო დავდივარ მაღაზიებში. ნიუ-იორკში ვცდილობ ვესტუმრო ვინტაჟურ მაღაზიებს, ასევე მიყვარს Selfridges ლონდონში.

არ გაბედოთ და არ მეთამაშოთ ვიდეო თამაშები. გოგოები ძალიან კონკურენტუნარიანები არიან.

ხალხი არ მოდის ჩემთან სტუმრად, რადგან ყოველთვის ძალიან დაკავებული ვარ.

ისე კი ჩვეულებრივი ადამიანი ვარ, რომელსაც უყვარს სეირნობა ქუჩაში.

ბედნიერი ვარ, რომ მიყვარს ადამიანი, რომელიც არის ჭკვიანი, განათლებული და დაინტერესებულია ინტელექტუალური საუბრით.”

რა უნდა ჩაიცვას კაცმა პირველ პაემანზე?

“პიჯაკი ძალიან სექსუალურია, ინგლისელი მამაკაცები ძალიან ელეგანტურები არიან, ისინი პიჯაკებს ძალიან კარგად ირგებენ”

რა მანქანას უნდა მართავდეს მამაკაცი?

“ლამბორჯინი, ყველაზე სასურველი მანქანაა”

ყველაზე უცნაური საჩუქარი, რაც კი ის თაყვანისმცელებს გაუკეთებიათ?

“ხშირად მიგზავნიან ფულს, ერთი ბიჭი ყვავილებს მიგზავნიდა ექვსი თვის განმავლობაში.  ნეტავ ვინ იყო?”

რას აქცევს ყურადღებას მამკაცში?

“მომწონს განათლებული ადამიამიანები, კარგი იუმორის გრძნობით. სხვა რაღაცეები ვარჯიშის შედეგად მოვა.”