ლოდინი დასრულებულია. ქეით მიდლტონმა იმშობიარა და ინგლისს ახალი პრინცი ჰყავს!

Daily Mail-ის ცნობით პატარა ბიჭუნა ჯანმრთელია და 3 კილოსა და 800 გრამს (8 ფუნტი და 6 უნცია) იწონის. ქეითი სამშობიაროში დღეს დილით 6 საათზე გადაიყვანეს. მას მეუღლეც თან ახლდა.

მიდლტონმა St Mary’s Hospital-ში იმშობიარა (Paddington, west London), სადაც 1982 წელს თავად პრინცი ვილიამი დაიბადა.

“მისი უმაღლესობა და პატარა თავს ჯანმრთელად გრძნობენ და ღამეს სამშობიაროში გაატარებენ” – განაცხადა სასახლის პრესცენტრის ხელმძღვანელმა.

ვილიამისა და ქეითის ვაჟი დედოფლის მიერ ახლახანს მიღებული ცვლილებების თანახმად კემბრიჯის პრინცის წოდებას მიიღებს. პატარა პრინცი ტახტის მემკვიდრეთა სიაში ამჟამად მესამეა.

მოხალისეები მთელი დღე სასახლესთან ელოდნენ პატარას დაბადებას.

 

აფდეითი: დაბადებიდან 26 საათის შემდეგ, სამშობიაროს დატოვებისას, სამეფო წყვილმა საზოგადოებას ახალშობილი პრინცი უჩვენა:

ქეითმა და ვილიამმა დიანასა და ჩარლზის “კადრი” გაიმეორეს. ქეითმა პრესასთან საუბრისას აღნიშნა: „ეს ძალიან ემოციური იყო. ნებისმიერი მშობელი გაიგებს, თუ რა გრძნობაა ეს.“

„ის დიდი ბიჭია, საკმაოდ მძიმე. სახელს ჯერ კიდევ ვარჩევთ“ -განაცხადა ვილიამმა და დაამატა: „მას ნამდვილად კარგი ფილტვები აქვს.”  როგორც ჩანს, პატარა პრინცმა ტირილით უკვე გამოიჩინა თავი :)

პრინცის დაბადების დაგვიანებაზე კი მამამ პრესას უპასუხა: „აუცილებლად შევახსენებ, რომ დაიგვიანა, როცა წამოიზრდება.“

ბედნიერმა მამამ პრესას ისიც გაუმხილა, რომ პატარას დედის გამოხედვა აქვს.

აფდეითი (25.07.2013): პატარას ჯორჯ ალექსანდრ ლუისი დაარქვეს. ქეითისა და ვილიამის პირმშო ერთ დღესაც ინგლისის მეფე, ჯორჯ VII გახდება. მანამდე კი ის კემბრიჯის პრინც ჯორჯ ალექსანდრ ლუისად იწოდება.