Home ვარსკვლავები

ალბათ წარმოუდგენლად მიგაჩნია, რომ სუპერმოდელს და უნაკლო ტანის პატრონს, როგორიც ტაირაა, თავის გარეგნობასთან და თავდაჯერებულობასთან რამე პრობლემა ჰქონდეს. თურმე ორივე ვცდებით. მას ბავშვობიდანვე აქვს თავის წონასთან და გარეგნობასთან პრობლემა, თუმცა ამაზე საუბრის გაგრძლებას სულაც არ ვაპირებ. მინდა შემოგთავაზო ის 3 რჩევა, რაც დაგეხმარება შეცვალო შენი ფიგურის და სხეულის აღქმა.

1. საუბარი ცხიმებზე (Fat Talk)


ბევრი ქალი ცხიმზე საუბარს თავდაცვის მექანიზმის პრინციპით იყენებს. ტაირას აზრით, ჩვენ ნაკლებად დაუცველად ვიგრძნობთ თავს, თუ ჩვენსავე ნაკლოვანებას ჩვენვე ავღნიშნავთ მანამ, სანამ ამას სხვა იზამს. თუმცა მეორე მხრივ, როცა იმაზე კონცენტრირდები თუ რა გაქვს ცუდი, ადვილად გავიწყდება ის ფაქტორები, რაც ასეთ მშვენიერს გხდის.

გაჩუმდი! ნუ იტყვი ცუდს საკუთარ თავზე, პირიქით, ჩაიხედე სარკეში და იპოვე ის, რაც პოზიტიურია!

2. ნუ დათრგუნავ საკუთარ თავს

ტაირას აზრით, მნიშვნელოვანია იცოდე ჩაცმა ისე, რომ შენი პატარა ნაკლოვანებები დამალო და თავიც უკეთ იგრძნო.

რა თქმა უნდა, არსებობს რაღაცები, რაც ძალიან არ მომწონს საკუთარ სხეულში, თუმცა ამის გამო არ ვითრგუნები.

3. დედის გავლენა

ტაირა ამბობს, რომ ძალიან ხშირად ახალგაზრდა გოგონების თვითშეფასება იმიტომ ეცემა, რომ საკუთარი მშობლისგან იღებენ ასეთ შეფასებას. ამიტომ როდესაც დედა გახდები (ან თუ უკვე ხარ), ეცადე შენი შვილის თანდასწრებით არასდროს ისაუბრო შენს ნაკლოვანებებზე. ვერც კი წარმოიდგენ, ამ ერთი შეხედვით უმნიშვნელო სიტყვებს რამხელა ეფექტი შეიძლება ჰქონდეს შენს თინეიჯერ შვილზე.

ყველაზე მთავარი ჭეშმარიტება, რომელიც ყველა ქალმა უნდა დაიჯეროს და გაითავისოს მაინც ერთია: მიიღე საკუთარი თავი ისეთი, როგორიც არის და ისეთი, როგორიც სხვებს მოსწონხარ და უყვარხარ.

4 კომენტარი to this post
  1. ამ საცოდავ სტატიას იმდენჯერ აშეარებთ,რამე ეწეროს ვითომ საინტერესო

შენ რას იტყვი?