2011 წელი სავსე იყო ჭორებით და სკანდალებით. სელებრითები ამოსუნთქვის საშუალებას არ გვაძლევდნენ. საბედნიეროდ ამ წელს იყო უამრავი ცხელი მომენტი სელებრითების ცხოვრებიდან. მაშასადამე, წარმოგიდგენთ წლის ცხრა ყველაზე დასამახსოვრებელ ცნობილ ადამიანს:

რაიან გოსლინგი სუპერგმირი

ამერიკელმა მაჩომ რაიან გოსლინგმა ნამდვილი მუშტიკრივი გამართა ნიუ-იორკის ქუჩაში. მისი ჩხუბი უამრავმა ადამიანმა მობილურზე დააფიქსირა. მგონი ამ ფაქტის შემდეგ უფრო მეტად შეუყვარდათ ის მთელი მსოფლიოს ქალთა სქესს.

ბლეიქ ლაივლის მარტოობა

ბლეიქ ლაივლმა დაადასტურა თუ რატომ არის მარტო ყოფნა კარგი. ჯერ იყო და ლეონარდო დი კაპრიოსთან ჩხუბობდა, შემდეგ წვეულებაზე რაიან რეინოლდსთან ერთად ერთობოდა.

განსაკუთრებული ორალური სექსი

მსახიობმა ჯეიმი ბეილმა ინტერვიუს დროს განაცხადა, რომ ყველაზე საუკეთესო შთაბეჭდილებას ქალი მაშინ ახდენს როცა ის კარგია ლოგინში. კერძოდ, შესანიშნავი უნდა იყოს ორალური სექსის დროს.

თინეიჯერების ოცნება ახდა

შეიძლება ეს კარგად დაგეგმილი სცენარია, მაგრამ თინეიჯერების კუმირები – სელენა გომეზი და ჯასტინ ბიბერი ერთად არიან და ტკბებიან სიყვარულით. ისინი ხშირად ხდებიან პაპარაცების სამიზნე.


ყველაზე სექსუალური კაცები

ჯერ იყო და ბრედლი კუპერი დასახელდა ყველაზე სექსალურ კაცად ჰოლივუდში. შემდეგ რაიან გოლსინგის ფანებმა გააპროტესტეს ეს მეტად უსამართლო გადაწყვეტილება. მერე ბრედლიმ აღიარა, რომ გოსლინგი მართლაც მასზე სექსუალურია და რომ ეს ტიტული მას ეკუთვნოდა.

სწრაფად კინოთეატრისკენ

წელს ტელეეკრანებზე გამოვიდა ფილმი სახელწოდებით “shame” ისეთი ვარსკვალავების მონაწილეობით როგორიცაა: კირა ნაითლი, ვიგო მორტენსენი და მაიკლ ფასბენდერი. დიახ, ფილმი საკმაოდ სეროზული და ძნელი საყურებელია, მაგრამ ფილმის ყურება ნამდვილად ღირს, იქ ხომ ფასბენდერის შიშველი სცენებია.

სამეფო ქორწილი

ყველაზე დასამახსოვრებელი და ალბათ ყველაზე მაშტაბური მოვლენაც. მილონობით ადამიანი პირადაპირ ეთერში ადევნებდა თვალს სამეფო კარის გრანდიოზულ ქორწილს. თუმცა ამ ქორწილში დიდი ყურადღება მიიპყრო, პატარძლის დამ პიპა მიდლტონმა, რომელსაც ალექსანდე მაქუინის კაბა ეცვა.

ჯეიმს ბონდის გაქცევა

დანიელ კრეიგმა და რეიჩელ ვეისმა ფარულად იქორწინეს ნიუ-იორკში ამ წლის ივნისში. “ცხელი” ბონდი და ულამაზესი რეიჩელი პირველად
თავიანთი ქორწილის შესახებ ექვსი თვის შემდეგ აცხადებენ.

ნიკი მინაჟის სტიპტიზ ცეკვა

სექსუალური, განუმეორებელი, ვარდისფერ თმიანი რეპერი ცნობილია თავისი სტრიპტიზ ცეკვებით. აგვსტოში მან გვანახა განსაკუთრებული ცეკვა დრეიკან ერთად, ტორონტოს კონცერტზე. ეს ყველაზე სკანდალური მომენტი იყო რეპერის პერფომანსიდან.