Victoria Beckham

5 ნოემბერს ბრიტნაული ჰარპერს ბაზარის “წლის ქალის” ცერემონიალი გაიმართა. საღამოს კვლავინდებურად ლონდონის სასტუმრო Claridge’s Hotel მასპინძლობდა.

წლის ერთ-ერთ გამორჩეულ დაჯილდოებას კინოს, მუსიკის, მოდის ინდუსტრიის და ხელოვნების წარმომადგენლები ესწრებოდნენ: კოლინ და ლივია ფერტები, სტელა მაკარტნი, დიზაინერი ტომ ფორდი, მიკ ჯაგერი, ვიქტორია ბექჰემი თავის 14 წლის უფროს ვაჟთან ბრუკლინთან ერთად, მომღერალი რიტა ორა, ჯურდან დუნი, ნატალია ვოდიანოვა, ქეით ბლანშეტი და მრავალი სხვა.

გამარჯვებულები კატეგორიებში: “წლის ფილანტროპი” (წლის ქველმოქმედი) გახდა ცნობული რუსი სუპერმოდელი ნატალია ვოდიანოვა, რომელმაც დააარსა საქველმოქმედო ფონდი “Naked Heart” (შიშველი გული). წლის მოდელად დასახელდა ბრიტანელი ჯურდან დუნი. კატეგორიაში “წლის ბიზნეს ლედი” გაიმარჯვა პარფიუმერიის იმპერიის Estee Lauder-ს შვილიშვილმა Aerin Lauder-მა. ვიქტორია ბექჰემმა გაიმარჯვა კატეგორიაში “განსაკუთრებული წვლილისთვის მოდაში”. აღსანიშნავია, რომ ვიქტორია სულ რამდენიმე წელია, რაც მოდის ინდუსტრიაში ტრიალებს და უკვე შექმნა თავისი გამოკვეთილი ხელწერა. საღამოზე ის მისივე შექმნილი ულამაზესი შავი კაბით წარსდგა. ქეით ბლანშეტმა მოიპოვა გამარჯვება კატეგორიაში “წლის საერთაშორისო მსახიობი”. ნაომი ჰარისმა გაიმარჯვა “წლის ბრიტანელი მსახიობი ქალის” ნომინაციაში; “წლის მომღერალი” კი რიტა ორა გახდა. წლის საერთაშორისო დიზაინერის ტიტული მიენიჭა გუჩის კრეატიულ დირექტორს ფრიდა ჯანინის.

ერთადერთი მამაკაცი, რომელიც ამ საღამოს დაჯილდოვდა იყო იდრის ელბა, “თორ 2: სიბნელის სამეფოს” მსახიობი. მან გაიმარჯვა ნომინაცაში “წლის მამაკაცი”.

ჟურნალი “ჰარპერს ბაზარი” პირველად 1867 წელს გამოიცა ამერიკაში. ეს იყო პირველი გამოცემა მოდის შესახებ. თავდაპირველად ჟურნალი ორიენტირი იყო საშუალო და მაღალი კლასის მომხმარებელზე. მის შექნაში წლების მანძილზე მონაწილეობას იღებდნენ მსოფლიო მოდის ინდუსტრის და ხელოვნების გამორჩეული წარმომადგენლები.

დღეს ჰარპერს ბაზარი მსოფლიოს 29 ქვეყანაში გამოიცემა.