Home Events

ახლა, როდესაც ვნებათაღელვა უკვე ჩამცხრალია და გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ, თვალი გადავავლოთ საუკეთესოდ ჩაცმულ ნომინანტთა ფოტოებს და გრემის დაჯილდოების ცერემონიალის ტენდენციებს.

მეწამული

ვარსკვლავების უმრავლესობამ წითელ და მეწამულ ტონალობებს მიანიჭა უპირტესობა. კლასიკური, გრძელი და თევზის ფარფლებით დაბოლოებულ კაბებში თავს იწონებდნენ ტამარ ბრექსტონი, პინკი, მირანდა ლამბერტი და ჯულიანა რანციცი.

ლურჯი

საკმაოდ პოპულარული აღმოჩნდა ლურჯი და იისფერი ტონალობები. განსაკუთრებით მიმზიდველად ალიშა ქეისი, ანა ფარისი და ბონი მაქკი გამოიყურებოდნენ.

თეთრი

ვარსკვლავებმა უყურადღებოდ არც თეთრი ფერი დატოვეს. ბიონსე, კეიტი პერი და ანა ქენდრიკი წითელ ხალიჩაზე თეთრ ფერში წარსდგნენ.

ბრწყინვალება

ერთ-ერთი პოპულარული ტენდენცია ბრწყინვალე ქსოვილი აღმოჩნდა, რომელიც განსაკუთრებით ქრისი თეიგანმა მოიხდინა. ახალგაზრდა შემსრულებელი პირველად იდგა გრემის წითელ ხალიჩაზე და დაგვეთანხმებით, შეუდარებლად გამოიყურებოდა. მოდის კრიტიკოსებმა ყველაზე კარგად ჩაცმულ ქალბატონადაც სამართლიანად აღიარეს.

ქრისი თეიგანის მაკიაჟი და თმის ვარცხნილობა მოდის კრიტიკოსებმა დადებითად შეაფასეს. კრიტიკოსების აღფღთოვანება აგრეთვე დაიმსახურა კიარამ, მირანდა ლამბერტმა და რიტა ორამ. მათი ჩაცმულობა, მაკიაჟი და ვარცხნილობა გრემის ცერემონიალის დამსწრეთაგან საუკეთესოდ აღიარეს.

1 კომენტარი to this post

შენ რას იტყვი?