გუშინწინ, ამერიკაში გრემის რიგით 54-ე ცერემონიალი ჩატარდა. მუსიკალური სამყარო და მსოფლიო, როგორც ყოველთვის წელსაც მოუთმენლად ელოდა შოუს და გამარჯვებულებს.

შოუ ბრიუს სპრინსტენმა დამახასიათებელი ქარიზმით გახსნა.

გუშინდელი საღამოს ტრიუმფატორი ბრიტანელი მომღერალი ადელი გახდა. მისმა რიგითმა მეორე ალბომმა “21” ერთ ღამეში ექვსი გრემის მოპოვება მოახერხა. აღსანიშნავია ისიც, რომ ადელი ყელთან დაკავშირებული ოპერაციის შემდეგ პირველად გრემიზე დაბრუნდა რამდენიმე თვიანი პაუზის შემდეგ, თავისი ჰიტით “Rolling In The Deep”.

ადელმა მიიღო გრემი ისეთ ნომინაციებში როგორებიცაა “Record Of The Year”, “Song Of The Year” და ა.შ

ახალგაზრდა ბრიტანელმა მომღერალმა, რომელიც სულ რაღაც 23 წლის არის, მოახერხა და აჯობა ისეთ შედარებით სტაჟიან მომღერალს, როგორიცაა ლედი გაგა. რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ლედი გაგას წელს არცერთი გრემი მიუღია.

LOS ANGELES, CA - FEBRUARY 12: Singer Jennifer Hudson performs onstage at the 54th Annual GRAMMY Awards held at Staples Center on February 12, 2012 in Los Angeles, California. (Photo by Kevin Winter/Getty Images)

გრემის 54-ე ცერემონიალი მიეძღვნა უიტნი ჰიუსტონს. მისმა უეცარმა გარდაცვალებამ გააოგნა მთელი მსოფლიო, ვარსკვლავები გამოთქვამენ მწუხარებას. გუშინდელ საღამოზე კი ჯენიფერ ჰადსონმა შეასრულა უიტნის ჰიტი “I Will Always Love You”. დარბაზმა არაერთხელ მოიგონა უიტნი და მისი წვლილი მუსიკაში.

უიტნი ჰიუსტონის სახელის ყოველ ხსენებაზე, დარბაზი ფეხზე დგებოდა და კიდევ ერთხელ მიაგებდა მუსიკის ლეგენდას პატივს.

ალიშა ქისმა და ბონი რეიტმა ეტა ჯეიმსსა და უიტნის ჰიუსტონს ასევე მიუძღვნეს არაჩვეულებრივი ჰიტი ეტა ჯეიმსის შემოქმედებიდან.

სცენაზე დაბრუნება ადელის გარდა, კრის ბრაუნსაც ჰქონდა. გუშინდელ საღამოზე, მან დაუვიწყარი შოუ აჩვენა. აღსანიშნავია, რომ რიანასთან კონფლიქტის შემდეგ ეს მისი პირველი სერიოზული პერფომანსი იყო.

როგორც ყოველთვის, კრის ბრაუნის პერფომანსი, პოპ მუსიკის ლეგენდის, მაიკლ ჯექსონის სასცენო მოძრაობებით იყო გაჯერებული.

საოცრად ლამაზი და გამორჩეული პერფომანსი ჰქონდათ რიანას და ქოლდპლეისაც. მათ ერთობლივად შეასრულეს დუეტი “Princess In China”.

რიანამ ასევე ცალკე შეასრულა მისი უკანასკნელი ალბომის პირველი წარმატებული სინგლი “We Found Love”, ქოლდპლეიმ კი ასევე ძალიან წარმატებული და ჩარტების ლიდერი სიმღერა “Paradise”.

ახალგაზრდა მომღერალი ბრუნო მარსიც არ ჩამორჩა კარგი პერფომანსების სიას და თავისი რეტრო სიმღერა “Runaway Baby” შეასრულა. სამწუხაროდ მან გუშინდელ საღამოზე ვერცერთი გრემის აღება ვერ მოახერხა, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ მან წელს ძალიან კარგად იმუშავა. მისი სადებიუტო ალბომი ელვის სისწრაფით იყიდება დღემდე და იგი ერთ-ერთ წარმატებულ მომღერლად ითვლება.

LOS ANGELES, CA - FEBRUARY 12: Musician Bruno Mars performs onstage at the 54th Annual GRAMMY Awards held at Staples Center on February 12, 2012 in Los Angeles, California. (Photo by Kevin Winter/Getty Images)

პერფომანსები ჰქონდათ ასევე ნიკი მინაჟს, ქეითი პერის და ტეილორ სვიფტს. სამივე პერფომანსმა დაიმსახურა დარბაზის ოვაციები.

საბოლოო ჯამში, გუშინ გრემის 54-ე ცერემონიალი, რომელიც უიტნი ჰიუსტონის ხსოვნას მიეძღვნა, საუცხოოდ ჩატარდა და მომდევნო დღეების განმავლობაში მასზე მთელი მსოფლიო ისაუბრებს.