12 იანვარს ბევერლი ჰილსზე “ოქროს გლობუსის” 71-ე  დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა, რომელსაც დიდი ინტერესით ელოდა საზოგადოება.

“ოსკარების” გენერალურ რეპეტიციად წოდებული ჯილდოს – “ოქროს გლობუსის” წლევანდელი ცერემონიალი ძალიან საინტერესო და სანახაობრივი აღმოჩნდა. საღამოს წამყვანები თინა ფეი და ემი პოლერი იყვნენ, რომლებიც წითელ ხალიჩაზე Carolina Herrera-ს და Stella McCartney-ის კაბებში წარდგნენ.

Tina Fey, in Carolina Herrera, and Amy Poehler, in custom Stella McCartney.

“ოქროს გლობუსის” წლევანდელი წითელი ხალიჩა ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული იყო დახვეწილი და გემოვნებიანი ვარსკვლავებით. ის ფაქტიც აღსანიშნავია, რომ საღამოს რამდენიმე ორსული ვარსკვლავი დაესწრო, მათ შორის ოლივია ვაილდი, რომელსაც Gucci Premiere-ის ულამაზესი ზურმუხტისფერი კაბა ეცვა, ზუსტად თავისი თვალების ფერი. დრიუ ბერიმორი Monique Lhuillier-ის უნაზეს კაბაში და Roger Vivier-ის მაღალქუსლიანებში იყო გამოწყობილი და ელეგანტური კერი ვაშინგტონი Balenciaga-ს თეთრ ნაზ კაბაში.

Dior Haute Couture-ს საღამოს კაბებში იყვნენ გამოწყობილი ემა ვოტსონი და ჯენიფერ ლოურენსი. ეს უკანასკნელი გამარჯვებული გახდა ნომინაციაში “საუკეთესო მსახიობი ქალის მეორეხარისხოვანი როლი” ფილმით “ამერიკული აფიორა” ( American Hustle) და მისმა კაბამ დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია ინტერნეტ-სივრცეში.

ნომინაციაში “საუკეთესო მსახიობი ქალი: დრამა” გამარჯვებული ქეით ბლანშეტი გახდა ვუდი ალენის ფილმით “ჟასმინი” (Blue Jasmine). 41 წლის ავსტრალიელი მსახიობი Armani Privé-ის ულამაზესი კაბით გამოცხადდა წითელ ხალიჩაზე და თავის უზადო გემოვნებას კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი.

ემი ადამსმა, რომელსაც  Valentino-ს წითელი ღრმა დეკოლტეიანი კაბა ეცვა, გაიმარჯვა ნომინაციაში “საუკეთესო მსახიობი ქალი: მიუზიკლი ან კომედია”  ფილმით  “ამერიკული აფიორა” ( American Hustle).

68 წლის ჰელენ მირენი და 28 წლის ტატიანა მასლანი თავმომწონედ გამოიყურებიდნენ Jenny Packham-ის უნაზეს საღამოს კაბებში. ხოლო ზოე სალდანასა და სანდრა ბულოკის Prabal Gurung-ის კაბებმა ყველაზე მეტი კრიტიკა დაიმსახურა. 

ემა რობერტსმა  და სოფია ვერგარამ შავი ფერის Lanvin-ის და  Zac Posen-ის საღამოს კაბები აირჩიეს და არც შემცდარან. ისინი მართლაც მომხიბვლელად გამოიყურებოდნენ წითელ ხალიჩაზე.

ჩვენ გთავაზობთ საუკეთესოდ ჩაცმულების ფოტოკოლაჟს:

მოგვწერე, ვინ არის შენი ფავორიტი?