Home ვარსკვლავები

ჰოლივუდის ერთ-ერთი გამორჩეული მამაკაცი მსახიობი, ჯორჯ კლუნი 52 წლის ასაკში დაინიშნა. მისი რჩეული 36 წლის არაბული წარმოშობის ბრიტანელი ადვოკატი – ამალ ალამუდინია.

george-clooney-amal-alamuddin (1)

ამალი სპეციალისტია საერთაშორისო სამართალში, ადამიანთა უფლებებსა და სისხლის სამართალში. ამალი ბეირუთში დაიბადა, თუმცა განათლება ოქსფორდში და ნიუ იორკის უნივერსიტეტში მიიღო. 2011 წლიდან იგი იცავდა ციკილიქსის დამფუძნებლის, ჯულიან ასანჟის ინტერესებს შვედეთიდან ექსტრადაციის პროცესში. ალამუდინი ასევე წარმოადგენდა იულია ტიმოშენკოს, უკრაინის ყოფილ პრემიერ მინისტრს. ის კოფი ანანის ოფიციალური მრჩეველია. ჯორჯ კლუნის მომავალი მეუღლე შესანიშნავად საუბრობს ინგლისურ, ფრანგულ და არაბულ ენებზე.

კლუნი და ალამუდინი ოქტომბერი, 2013.  ლონდონი.

კლუნი და ალამუდინი ოქტომბერი, 2013. ლონდონი.

პირველად წყვილი ერთად 2013 წლის ოქტომბერში, ლონდონში შენიშნეს. ბოლოს კი ჯორჯ კლუნი საცოლესთან და კლუნის მეგობრებთან – სინდი კროუფორდთან და მისი მეუღლესთან ერთად მალიბუში სადილის დროს დააფიქსირეს. ამალ ალამუდინს ხელზე ნიშნობის ბეჭედი ეკეთა. ჯერჯერობით საქორწინო გეგმებზე კლუნი განცხადებას არ აკეთებს, თუმცა ნიშნობის შესახებ დაადასტურეს მსახიობის მამამ და ამალის იურიდიულმა ფირმამ.

კლუნი და ალამუდინი ტანზანიაში

კლუნი და ალამუდინი ტანზანიაში

კლუნი და ალამუდინი სეიშელის კუნძულებზე

კლუნი და ალამუდინი სეიშელის კუნძულებზე

 

ელენის შოუს ვარსკვლავმა, ელენ დეჯნერესმა ამ ამბავს მხიარული ტვიტი მიუძღვნა:

“ჯორჯ კლუნიმ ახლახანს დამირეკა ახალი ამბის შესატყობინებლად. ეს ოფიციალურია! ძალიან ბედნიერი ვარ რომ ის ბოლოსდაბოლოს დამიბრუნებს ჩემს ტვისტერის ხალიჩას”

 

ჯორჯ კლუნის ყოფილი მეგობარი გოგონები

შენ რას იტყვი?