• მისი სრული სახელია Robyn Rihanna Fenty. მეტსახელი რირი.
  • რიჰანა  კუნძულ ბარბადოსზე დაიბადა და გაიზარდა.
  •  სიმღერა “Unfaithful” ეფუძნება ურთიერთობას, რომელიც მას ჰქონდა მაშჳნ, როცა  14 წლის იყო. რიჰანა ამბობს, რომ ეს არ იყო “ფიზიკური ურთიერთობა.”
  • 2004 წელს მან სილამაზის კონკურში გაიმარჯვა და  “მის ბარბადოსი” გახდა.
  • 2007 წელს რიჰანამ მიიღო  Gillette’s Venus Breeze-ის ”სახელგანთქმული ქალღმერთის ფეხების” ჯილდო. ამის შემდეგ მან თავისი ფეხები ერთ მილიონ დოლარად დააზღვია.
  • 15 წლის ასაკში რიჰანამ   ორ თანაკლასელთან ერთად გოგონათა მუსიკალური ჯგუფი შექმნა.
  • რიჰანას ჰქონდა ხელშეკრულებები მუსიკის ჩამწერ სხვადასხვა კომპანიებთან, მაგრამ მან ყველა ხელშეკრულება  გააუქმა და  ჯეიზის ჩამწერ კომპანიასთან გაფორმა ახალი ხელშეკრულება.
  • ამბობენ რომ მისი წარმატება ჯეიზისთან რომანტიკული ურთიერთობის დამსახურებაა, ამავე დროს ჯეიზი დანიშნული იყო ბიონს ნოულზზე, რიჰანას ერთ-ერთ საყვარელ მომღერალზე.
  • მისი სხვა საყვარელი მომღერლები არიან: მერაია ქერი, უიტნი ჰიუსტონი და ალისია ქეისი.
  • მისი პირველი ჰიტი იყო  “Pon de Replay” სადებიუტო ალბომიდან “მზის მუსიკა”.

 

  • მის ბავშვობაში რიჰანას დედა  პროფესიონალი ვიზაჟისტი იყო, მაგრამ უკრძალავდა შვილს კოსმეტიკის გამოყენებას. გავიდა წლები და რიჰანა კოსმეტიკური კომპანიის “CoverGirl”-ის სახე გახდა.
  • მას არ უყვარს მექსიკური, ჩინური და იაპონური სამზარეულო. მას ასევე სძულს ბოსტნეული. რიჰანა აცხადებს რომ მეტწილად  ხილს და წყალს მიირთმევს, რომ ჯანმრთელობა შეინარჩუნოს.
  • რიჰანამ ღიად ისაუბრა თავის გეგმებზე ჟურნალში: “მე მინდა ვიყო შავი მადონა.”  2011 წელს კი ვოგის გარეკანზე ქერა იმიჯით გამოჩნდა.
  • რიჰანას სადებიუტო ფილმი  “კატარღა” იქნება, რომლის რელიზიც 2012 წელს იგეგმება. ფილმში ასევე მონაწილეობენ ლაიმ ნელსონი და სერიალ ”True Blood” ვარსკვლავი ალექსანდრ სკარსგორდი.
  • წელს რიჰანამ ორი სინგლი გამოუშვა: “Only Girl (in the wold )” და  “What’s My Name”. მისი  რიგით მეხუთე სტუდიური ალბომი “Loud” 2011 წლის 15 ნოემბერს გამოვიდა. ამ ალბომიდან რამოდენიმე სიმღერა უკვე გაჰიტდა.
  • ამბობენ, რომ მისი ბოლო კლიპი “We Found Love” თავის ექსს, ასევე ცნობილ მომღერალს – კრის ბრაუნს მიუძღვნა.