ემა ვატსონი ცნობილი ჰარი პოტერის შესახებ გადაღებული ფილმებით გახდა, სადაც ჰარის მეგობრის- ჰერმიონ გრეინჯერის როლს ასრულებს. ის სულ 9 წლის იყო, მშობლებმა სინჯებზე რომ მიიყვანეს.

2001 წელი. "ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა"

პირველი ფილმის გამოსვლისათვის ემა 11 წლის იყო, ფილმის პრემიერებზე მისი ჩაცმულობაც ასაკის შესაფერისია: ერთი მხრივ, გრძელი სადა კაბა და მუქი ფერის ბოა, ხოლო  მეორე მხრივ, ღია მწვანე ფერები, “ჩოლკა” და მისი ცნობილი, ეშმაკური ღიმილი.

2002 წელი. "ჰარი პოტერი და საიდუმლო ოთახი". პრემიერა

ემას მოკრძალებულ ჩაცმულობას მუქი ყავისფერი ტყავის ქურთუკი და ამავე ფერის ჩექმები ემატება.

2004 წელი. "ჰარი პოტერი და აზკაბანის ტყვე". პრემიერა.

ლენტები, ტიული, თეთრი ყვავილი მხარზე და თმაში. ქალური ვარცხნილობა… ასეთი იყო 13 წლის ემა ჰარი პოტერის მესამე ფილმის ლონდონურ პრემიერაზე.

2005 წელი. "ჰარი პოტერი და ცეცხლოვანი თასი". პრემიერა

ემა უკვე თოთხმეტი წლისაა. ელეგანტური მუქი ლურჯი კაბა, შავი “ბალეტკები” და კვლავინდებურად მინიმალური მაკიაჟი.

2007 წელი

ლონდონში, “ჰარი პოტერი და ფენიქსის ორდენი”-ს პრემიერაზე, დენიელ რედკლიფთან და რუპერტ გრინტთან ერთად.

2008 წელი. Burberry-ს ფოტოგამოფენა.

ემა უოტსონი Burberry-ს მიერ ორჰანიზებული ფოტოფამოფენაზე. კაბა: Burberry.

2008 წლის ივლისი.

კარტიეს საერთაშორისო პოლოს მატჩი, 18 წლის მსახიობი ზაფხულის ხვატის შესაფერისი თეთრი კაბით  და მკვეთრი წითელი ტუჩსაცხით, რაც მის იერს  პიკანტურობას მატებს.

2009 წელი

Orange British Academy Film Awards. ლონდონი. ემას შავი, გრძელი კაბა აცვია, მოშიშვლებული მხრებით და შავ-თეთრი ნაქარგით. სამკაულები მინიმალური რაოდენობითაა, მხოლოდ ხელზე ვამჩნევთ ბეჭდებს და შავ, უბრალო სამაჯურებს.

2009 წელი.

ემა  “ჰარი პოტერი და ნახევარპრინცი”-ს პრემიერაზე. ვინტაჟის სტილის კაბა: Ossie Clark.

2009 წელი

ლონდონის მოდის კვირეული, Burberry-ს ჩვენებაზე. ოქროსფერი, მბზინავი კაბა, იდეალურად შეხამებული შავი ქამარი და  ფეხსაცმელი. ჩვენს წინაშე ნამდვილი ვარსკვლავია.

2010 წელი

მეტროპოლიტან მუზეუმის ყოველწლიურ ბალზე. კაბა:Burberry

2011 წელი

ემა რადიკალურად იცვლის იმიჯს:  თმას მოკლედ იჭრის, საკუთარ ოფიციალურ გვერდზე ფოტოს აქვეყნებს და ამბობს, რომ ამაზე წლების მანძილზე ოცნებობდა და მას შემდეგ, რაც ჰარი პოტერის გადაღებები დამთავრდა, როგორც იქნა, ამის საშუალება მიეცა.

2011. ჰარი პოტერი და სიკვდილის საჩუქრები.

ჰარი პოტერის შესახებ გადაღებული ფილმების სერიის საბოლოო, დასკვნითი ფილმის პრემიერაზე მსახიობი განსხვავებული იმიჯით წარსდგა: ფუშფუშა კაბა, მოკლე ვარცხნილობა, თვალის მუქი მაკიაჟი.

2011. VOGUE

ჩვენს მიმოხილვას VOGUE-ს 2011 წლის ივლისის ნომერში გამოქვეყნებული  ფოტოსესიის ერთ-ერთი კადრით დავასრულებთ. როგორც ვხედავთ, მსახიობის თმა უკვე საგრძნობლადაა დაგრძელებული. ვნახოთ, მომავალში რას შემოგვთავაზებს აწ უკვე ყოფილი ჰერმიონ გრეინჯერი.