MTV EMA 2011-ის ცერემონიალი შედგა ბელფასტში 6 ნოემბერს. შოუს 1,2 მილიარდი ადამიანი ადევნებდა თვალს.
შოუს ახალგაზრდა მომღერალი სელენა გომეზი უძღვებოდა.
MTV European Music Awards 2011-ის გამარჯვებულები
- საუკეთესო ქალი შემსრულებელი – Lady Gaga
- საუკეთესო ჩანაწერი – Born This Way, Lady Gaga
- საუკეთესო ვიდეო კლიპი – Born This Way, Lady Gaga
- უდიდესი ფანები – Lady Gaga
- საუკეთესო პოპი – Justin Bieber
- საუკეთესო კაცი შემსრულებელი – Justin Bieber
- საუკეთესო ალტერნატიული ბენდი – Thirty Seconds To Mars
- საუკეთესო “World Stage” – Thirty Seconds To Mars
- საუკეთესო ახალი შემსრულებელი – Bruno Mars
- Best Push – Bruno Mars
- გლობალური აიკონი – Queen
- საუკეთესო ჰიპ-ჰოპის შესრულება- Eminem
- საუკეთესო პირდაპირი შესრულება – Katy Perry
- საუკეთესო როკი – Linkin Park
- საუკეთესო მთელს მსოფლიოში გავრცელებული ბენდი – BIGBANG
- საუკეთესო UK და ირლანდიის აქტი – Adele

ამერიკელი მომღერალი ლედი გაგა შოუს ნამდვილი ტრიუმფატორი გახდა, მან რამდენჯერმე შეიცვალა კოსტიუმი და გაიმარჯვა 4 ნომინაციაში. outfit-ი, რომლითაც მომღერალმა წითელ ხალიჩაზე იპოზიორა, ეკუთვნის ფრანგ მოდის დიზაინერ Paco Rabanne-ს.

Katy Perry აგრძელებს ვარდისფერი სამოსით პოზირებას. მომღერალი რეტრო სტილში გამოიყურებოდა.

ბრიტანელი სუპერ ვარსკვლავი Jessie J რამდენიმე კოსტიუმით და ვარცხნილობით წარსდგა წითელ ხალიჩაზე. თავდაპირველად იგი მოგვევლინა Dolce & Gabbana-ს ლეოპარდის პრინტით.


ახალგაზრდა მომღერალი Selena Gomez-ი, რომელსაც ევროპაში თინეიჯერ-სენსაციას უწოდებენ თეთრი მინი კაბით მოგვევლინა, რომლის დიზაინიც ბრიტანული მოდის ხაზ Marchesa-დანაა.

ბრიტანელმა მომღერალმა Katy B-მ აბრეშუმის კოსტიუმი მოირგო, რომელიც მოდის დიზაინერ Stella McCartney-ის ეკუთვნის.

მოდის დიზაინერი Jeremy Scott-ი ცერემონიაზე საკუთარი შექმნილი “მეტალის” კოსტიუმით გამოცხადდა.

ამერიკელი მსახიობის David Hasselhoff-ის ჩაცმულობაზე რამდენიმე სამკერვალო ხაზმა იზრუნა. მისი სტილი ჟაკეტით, ჩალის ქუდითა და გახეხილი ჯინსით შემოიფარგლებოდა.
















respect to lady gaga <33.
მე, პირადად, ლეიდი გაგს მოყვარულებისაც არ მესმის, ჯასტინზე რაღა ვთქვა
kai bibers tavi davanebot :D:D:საუკეთესო პირდაპირი შესრულება – Katy Perry kruebi arian :D:D:D:DD:D:D:D:D:D:D:D
პაზორიშეა ეს უკვე და არა დაჯილდოვების ცერემონიალი, მსოფლიო გემოვნება უგემოვნობისკენ მიექანება ბლინ :|.
rasgvanan :D