ელიზაბეთ ოლსენმა საკმაოდ დიდი ნაბიჯები გადაგა კარიერაში და ამჯერად ის მოხვდა ჟურნალ asos-ის მარტის თვის ნომერში.
22 წლის მსახიობს სურათები გადაუღეს ბრუკლინიში ცნობილ ბოტანიკურ ბაღში. მსახიობი ინტერვიუში საუბრობს მის კარიერაზე და თავის ასევე მსახიობ ტყუპ დებზე მერი-ქეით და ეშლი ოლსენებზე.
მნიშვნელოვანი მონაკვეთები მსახიობის ინტერვიუდან:
ყველაზე განსაკუთრებული წელი რომელმაც მას გამოცდილება შესძინა
”ნამდვილად ესეთი იყო მთელი წელი, უამრავი ახალი შთაბეჭდილება დამიგროვდა, ეს ისეთი უცნაურია როცა უკან იხედები და აღმოაჩენ რომ ეს მართლა ხდებოდა. მე არ ვგრძნობდი თავს ისე თითქოს ვიღაცა მიკროსკიპის საშუალებით ცდილობდა ჩემს დათვალიერებას, მაგრამ ეს მართლა მაგარი იყო, როცა თავს აღმოაჩენ უდავოდ კარგი მსახიობების კომპანიაში.”
ხალხის არასწორად ინტეპრეტირებული იდეები მისი ბავშობის შესახებ:
”ჩვეულებრივი ბავშობა მქონდა, ჩვეულებრივად ვიზრდებოდი, არაფერი არანორმალური არ ხდებოდა ჩემს ბავშობაში. მაგრამ მახსოვს, ერთხელ, მაშინ პირველ კლაში ვიქნებოდი, როცა ჩემი დები რაღაც კრუიზში მიდიოდნენ, ესე ერქვა: ”იცურავე ვარსკვლავებთან ერთად” ეს იყო მთავარი ღონისძიება და ჩვენ პირველი კლასის თვითფრინავით ვიმგზავრეთ.”
ხედავს თუ არა საკუთარ თავს განსხვავებულ ამპლუაში:
”სიმართლე ვთქვა არ ვცდილობ, რომ ვიყო განსხავებული. მე ვთამაშობ როლებს, რომლებიც ჩემთვის საინტერესოა. ეს როლები ალბათ შეიცვლება, როცა მეყოლება ბავშვები და გავთხოვდები.
მაგრამ მე ერთხელ კარგი მასწავლებელი მყავდა, რომელიც აგრეთვე მსახიობი იყო, მან მითხრა-შენ შეგიძლია გძულდე ან გიყვარდე მანამდე, სანამ გაქვს საკუთარი აზრი, მე ვეთანხმები მას.”
ატარებს თუ არა დიდ დროს თავის დებთან ერთად:
”ჩვენ განსხვავებული განრიგები გვაქვს. ჩვენ არ გვაქვს ურთიერთობისთვის ბევრი დრო, მაგრამ როცა ერთად ვართ კარგად ვხალისობთ. ჩემ დებთან ერთად ყოველ წელს აღვნიშნავ დაბადების დღეს, მას შემდეგ რაც ნიუ-იორკში ვცხოვრობ, ანუ ბოლო ოთხი წელია.”
Related posts
4 Comments
Leave a Reply Cancel reply
Recent Comments
- მარიამი on რა არის მენსტრუაცია? – ყველაფერი მენსტრუალური ციკლის შესახებ
- ნანა on როგორ მოვუაროთ კანს თვალის გარშემო
- სოფია on რა არის მენსტრუაცია? – ყველაფერი მენსტრუალური ციკლის შესახებ
- სოფია on რა არის მენსტრუაცია? – ყველაფერი მენსტრუალური ციკლის შესახებ
- სოფია on რა არის მენსტრუაცია? – ყველაფერი მენსტრუალური ციკლის შესახებ
როგორ გაიზარდნენ ეს დები…
მახსოვს როგორ მომწონდა ბავშვობაში მისი დების მონაწილეობით კინო ოღონდ არ მახსოვს რა ერქვა
ეს გოგოც ვიდნი და თავის დებზე მაგარი კარიერა ექნება ალბათ..
საყვარელი გოგოაა ))